Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
საბურავის შეკეთება - საბურავის შეცვლა Juba

საბურავის შეკეთება - საბურავის შეცვლა Juba

საბურავის შეკეთება - საბურავის შეცვლა Juba

საბურავის შეკეთება - სერვისი, რომელიც ყველა მძღოლს სჭირდება

 

გზაზე გაფუჭებული საბურავი  ყველა მძღოლისთვის პრობლემაა, თუმცა, ,,ჯუბას’’ მომხმარებლები მას კომპანიის ცხელს ხაზზე დარეკვით საკმაოდ მარტივად აგვარებენ -  ჩვენი პროფესიონალი გუნდი მზადაა, თქვენი ავტომობილის საბურავი ნებისმიერ დროსა და ადგილას შეცვალოს. სწორედ ამიტომ, საბურავის შეცვლა/შეკეთება არის ,,ჯუბას’’ ის სერვისი, რომლითაც ყოველ წელს 5000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. 

საბურავის შეკეთება გამოძახებით - კომფორტი და დროის ეკონომია

სერვისი ,,საბურავის შეკეთება გამოძახებით’’ თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ თქვენ აღარ გიწევთ გაფუჭებული საბურავით სახელოსნომდე მისვლა. ჩვენი მობილური ჯგუფი აღჭურვილია ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რაც საშუალებას გვაძლევს, ეს პრობლემა მითითებულ ადგილას მყისიერად აღმოვფხვრათ.  

,,ჯუბას'' მომსახურება მოიცავს:

  • ხარვეზის აღმოჩენასა და შეკეთებას

  • საბურავის დემონტაჟსა და მონტაჟს

  • წნევის გადამოწმებასა და რეგულირებას

  • საბურავის ბალანსირებას

როდის არის საჭირო საბურავის შეცვლა ადგილზე?

ზოგჯერ დაზიანება იმდენად სერიოზულია, რომ საბურავის შეცვლა საუკეთესო გამოსავალია. ადგილზე მოსული სპეციალისტები ობიექტურად შეაფასებენ თქვენი საბურავის მდგომარეობას და გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას. თუ საბურავი აღარ ექვემდებარება შეკეთებას,  ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ სერვისი -  საბურავის შეცვლა ადგილზე.

გახსოვდეთ, რომ ჩვენი მობილური ჯგუფი ყოველთვის თან ატარებს ყველაზე მოთხოვნადი ზომისა და მოდელის საბურავებს, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში, კლიენტებს დამატებითი ლოდინი აღარ უწევთ.

საბურავის შეკეთება ხარისხიანად - თქვენი უსაფრთხოების გარანტი

საბურავის შეკეთება ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა - ეს უსაფრთხოების საკითხია, რის გამოც ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებსა და აღჭურვილობას იყენებენ.

სერვისი -საბურავის შეკეთება გამოძახებით-  ხელმისაწვდომია თბილისსა და მის შემოგარენში 24/7 რეჟიმში, ასევე საქართველოს ძირითად ქალაქებში. გამოძახება შესაძლებელია როგორც სატელეფონო ზარით, ასევე ჩვენი მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

რატომ ირჩევს  ,,ჯუბას'' ათასობით მძღოლი?

  • 20-წლიანი გამოცდილება ავტოდახმარების სფეროში

  • ფიქსირებული და გამჭვირვალე ფასები

  • გარანტია თითოეულ შეკეთებულ საბურავზე 

  • სრულყოფილი კონსულტაცია საბურავების მოვლის შესახებ

ჩვენთვის ყველა მომხმარებელი განსაკუთრებულია, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ. სწორედ ამის გამო ვმუშაობთ უწყვეტ რეჟიმში, თითოეულ პრობლემას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ვაგვარებთ და რაც ყველაზე მთავარია, ვცდილობთ, თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომსახურებაც ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ.  

ამიტომ, არ გადადოთ პრობლემა ხვალისთვის, დაგვიკავშირდით ახლავე, აირჩიეთ სანდო პარტნიორი და დარწმუნდით, რომ კლიენტთა კმაყოფილება ჩვენი მთავარი მოტივატორია - ეს მიდგომა ,,ჯუბას’’ თითოეულ სერვისში იგრძნობა.