Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
ევაკუატორი გამოძახებით | Evakuatori

ევაკუატორი გამოძახებით | Evakuatori

ევაკუატორი გამოძახებით | Evakuatori

 

ევაკუატორი - კვალიფიციური დახმარება ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში

ტექნიკური გაუმართაობა, საბურავის დაზიანება, ავტოსაგზაო შემთხვევა თუ უბრალოდ საწვავის ამოწურვა - მსგავსი პრობლემები თავს  ყოველთვის მოულოდნელად და ხშირად ყველაზე არასასურველ დროს და ადგილას იჩენს, ამიტომაც გზაზე გაჩერებული ავტომობილი ყველა მძღოლისთვის დიდი თავსატეხია.

სწორედ ასეთ მომენტებში გჭირდებათ სანდო პარტნიორი, კომპანია ,,ჯუბას’’ სახით, რომელიც ევაკუატორის მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით (და ასევე მის ფარგლებს გარეთ) გთავაზობთ. ჩვენი სერვისი შექმნილია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც აფასებენ დროულ დახმარებას, პროფესიონალიზმსა და უსაფრთხოებას - ,,ჯუბას’’ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების გუნდი უმოკლეს დროში მიიყვანს თქვენს ავტომობილს დანიშნულების ადგილას.  

ევაკუატორი გამოძახებით

კომპანია ,,ჯუბა’’ გთავაზობთ სერვისს ,,ევაკუატორი გამოძახებით’’ - მომსახურებას, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში, წლის ნებისმიერ დღეს, მათ შორის უქმეებსა და დღესასწაულებზე. ამ სერვისით სარგებლობა საკმაოდ მარტივია: დაგვირეკეთ, მიუთითეთ თქვენი მდებარეობა და მოკლედ აღწერეთ პრობლემა. გამოძახების შემდეგ ,,ჯუბას’’ პროფესიონალი მძღოლები მაქსიმალურად სწრაფად მოვლენ თქვენ მიერ დასახელებულ ლოკაციაზე.

ჩვენი თანამედროვე ავტოპარკი საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ნებისმიერი ტიპის ავტომობილის ტრანსპორტირება, იქნება ეს მსუბუქი მანქანა, მძიმე, დატვირთული მიკროავტობუსი თუ სპეციალური ტექნიკა. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს როგორც საგზაო დახმარებას, ასევე დაზიანებული ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებას სერვის ცენტრში ან სხვა, თქვენთვის სასურველ ადგილას.

უფრო კონკრეტულად, ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • ავტომობილის ევაკუაცია ნებისმიერი ადგილიდან

  • უსაფრთხო ტრანსპორტირება თანამედროვე აღჭურვილობით

  • მომსახურება ნებისმიერი ტიპისა და წონის ავტომობილისთვის

  • დაზიანებული ავტომობილების გადაზიდვა

  • სწრაფი რეაგირება გამოძახებაზე (30 წუთამდე თბილისის მასშტაბით)

  • სრულფასოვანი კონსულტაცია 

  • ხელმისაწვდომი ფასები და გადახდის მოქნილი სისტემა

ევაკუატორი, თბილისი - ფასისა და ხარისხის თანხვედრა

განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, სადაც მსგავსი მომსახურების ფასები ხშირად კილომეტრაჟზე, ადგილმდებარეობასა და დღის მონაკვეთზეა დამოკიდებული, ჩვენ გამჭვირვალე, ფიქსირებულ ტარიფს გთავაზობთ - რაც იმას ნიშნავს, რომ ევაკუატორის გამოძახებისას, თქვენ ზუსტად იცით მომსახურების საფასური, მიუხედავად იმისა, საქართველოს რომელ წერტილში იმყოფებით.

ჩვენი მთავარი პრინციპია - მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად. კომპანია ,,ჯუბას’’ თითოეული მომხმარებელი იღებს პრემიუმ დონის სერვისს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ავტომობილის ტრანსპორტირებას, არამედ პროფესიონალურ კონსულტაციას და თავაზიან მომსახურებას - სწორედ ეს არის ის რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი კლიენტები გვირჩევენ და გვენდობიან უკვე 20 წელზე მეტია. 

ხშირად დასმული კითხვები:

რა შემთხვევაში ვიძახებ ევაკუატორს?

ევაკუატორის გამოძახება რეკომენდებულია სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, ასევე დაგეგმილ გადაზიდვებს:

  • სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობა

  • ავტოსაგზაო შემთხვევა

  • გზაზე გაჩერება ტექნიკური მიზეზით

  • აკუმულატორის დაცლა

  • საწვავის ამოწურვა შორ მანძილზე

  • ავტომობილის საბურავის დაზიანება

  • სხვა ლოკაციაზე გადაყვანის საჭიროება

  • ახალი ან საჩუქრად მიღებული ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირება

  • კოლექციური და ძვირადღირებული ავტომობილების გადაზიდვა

  • ახალი მანქანების ავტოსალონებს შორის გადაყვანა

  • საგამოფენო ავტომობილების გადაზიდვა ღონისძიებებისთვის

რა დრო სჭირდება ევაკუატორის მოსვლას გამოძახების შემდეგ?

თბილისის ფარგლებში ჩვენი რეაგირების დრო საშუალოდ 30-40 წუთია. თბილისის გარეთ გამოძახების შემთხვევაში, დრო დამოკიდებულია მანძილზე.

რა ტიპის ავტომობილების ტრანსპორტირება შეგიძლიათ?

ჩვენი ავტოპარკი აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ევაკუატორით,  რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა შეუძლია - მსუბუქი ავტომობილებიდან დაწყებული, მძიმე მიკროავტობუსებით დამთავრებული.

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

ჩვენთან შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორება, ასევე საბანკო გადარიცხვა.

შემიძლია თუ არა წინასწარ დავჯავშნო ევაკუატორი კონკრეტული დროისთვის?

დიახ, ,,ჯუბა’’ გთავაზობთ წინასწარი დაჯავშნის სერვისს. ეს მომსახურება შეგიძლიათ მოითხოვოთ რამდენიმე დღით ადრე, ჩვენს სატელეფონო ცხელ ხაზზე დარეკვით.

დაბოლოს, რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი მომსახურება?

  • 20- წლიანი გამოცდილება ავტოდახმარების სფეროში

  • პროფესიონალი მძღოლები და ტექნიკური პერსონალი

  • თანამედროვე ევაკუატორების ავტოპარკი სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის

  • გარანტირებული უსაფრთხოება ტრანსპორტირების დროს

  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ

  • გამჭვირვალე ფასწარმოქმნის სისტემა, დამატებითი გადასახადების გარეშე

დაგვიკავშირდით

თუ გჭირდებათ ევაკუატორი იაფად და ამასთანავე, ხარისხიანი მომსახურებით, კომპანია ,,ჯუბა’’ ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს 24/7 რეჟიმში. 

დარეკეთ ახლავე და თავად დარწმუნდით ჩვენი სერვისის მაღალ ხარისხში!