Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
საწვავის მიწოდება - sawvavis miwodeba - Juba

საწვავის მიწოდება - sawvavis miwodeba - Juba

საწვავის მიწოდება - sawvavis miwodeba - Juba

საწვავის მიწოდება - სერვისი, რომელიც თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს

საწვავის მიწოდება ,,ჯუბას’’ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკული ავტოდახმარების სერვისია, რომელიც ძირითადად გათვლილია იმ შემთხვევებისთვის, როცა მანქანა გზაში მოულოდნელად საწვავის ამოწურვის გამო ჩერდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის დატვირთული მოძრაობის პირობებში, როცა ბენზინგასამართ სადგურამდე მისვლა ხშირად არც ისე მარტივია. ამ ტიპის სიტუაციებისთვის კი იდეალური გადაწყვეტაა სერვისი -,,საწვავის მიწოდება გამოძახებით’’, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ დროულ დახმარებას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ლოკაციაზე მიიღებთ.  ჩვენთან ბენზინის გამოძახება შეგიძლიათ 24/7 რეჟიმში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მომხმარებლისთვის მოსახერხებელი გადახდის პირობებით.

საწვავის მიწოდება თბილისის მასშტაბით - როგორ მუშაობს სისტემა?

სერვისი - ,,საწვავის მიწოდება’’ - ,,ჯუბაში’’ საკმაოდ მარტივ სისტემაზეა აგებული: თავდაპირველად მომხმარებელი ირჩევს საწვავის ტიპს (ბენზინი, დიზელი) და  უთითებს მისამართსა და რაოდენობას. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ ოპერატორი ადასტურებს შეკვეთას და კომპანიის მანქანას მითითებულ ლოკაციაზე გზავნის. აღსანიშნავია, რომ საწვავის მიწოდება თბილისის მასშტაბით (და არა მხოლოდ) ხორციელდება სპეციალური მობილური ავტოცისტერნებით, რომლებიც უსაფრთხოების ყველა ზომას სრულად აკმაყოფილებს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიწოდება გამოძახებით არის იდეალური გადაწყვეტა მათთვის, ვისთვისაც დროის დაზოგვა და კომფორტი მთავარი პრიორიტეტებია. 

საწვავის მიწოდება კომპანიებისთვის – როცა კომფორტი და სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია

ეს მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ცალკეული მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურად, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიისთვის. მეტიც, ბიზნესებს ხშირად საწვავის მიწოდების სპეციალურ პირობებსაც კი ვთავაზობთ. მაგალითად, თუ თქვენს კომპანიას აქვს ავტოპარკი, ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ:

  • დროისა და ფინანსური დანახარჯების შემცირებაში - აღარ არის საჭირო თანამშრომლების ბენზინგასამართ სადგურებზე გაგზავნა და რიგში დგომა. საწვავის მიწოდება თქვენი ოფისის ტერიტორიაზე ან თბილისის სხვა ნებისმიერ უბანში, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ზოგავს კომპანიის რესურსებს.

  • ერთიანი სისტემის შემუშავებაში - ჩვენი სპეციალური საკორპორაციო პორტალი საშუალებას გაძლევთ ავტოპარკი საწვავით ერთი სერვისის ფარგლებში მოამარაგოთ. შეგიძლიათ დაგეგმოთ რეგულარული მიწოდებები, გააკეთოთ ოპერატიული შეკვეთები ან გაწეროთ მიწოდების გრაფიკი კვირების მიხედვით.

  • ხარჯების დეტალურ კონტროლში- ჩვენი სისტემა ავტომატურად აწარმოებს დეტალურ ანგარიშგებას საწვავის ხარჯვის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია თითოეული ავტომობილის, განყოფილების ან მთლიანი კომპანიის ჭრილში - ეს ბევრად გამჭვირვალეს გახდის ხარჯებს და გააადვილებს ბიუჯეტირების პროცესს. 

კორპორატიული კლიენტებისთვის ,,საწვავის მიწოდება გამოძახებით’’ სწორედ სპეციალური ტარიფებითა და პრიორიტეტული მომსახურებით გამოირჩევა. ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ პირობებს თქვენი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ბენზინის გამოძახება ახლა უკვე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მარტივი განაცხადით. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და მიიღეთ მაღალი ხარისხის სერვისი ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.