Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
ეტლით გასეირნების სერვისი

ეტლით გასეირნების სერვისი

ეტლით გასეირნების სერვისი

ეტლით გასეირნება - დაუვიწყარი მოგზაურობა წარსულში

 

თუ ერთხელ მაინც გინატრიათ ძველი თბილისის განწყობა სრული სიცხადით შეგეგრძნოთ - კომპანია ,,ჯუბა’’ უნიკალურ გამოცდილებას გთავაზობთ - ეტლით გასეირნება თბილისში დედაქალაქს სულ სხვა თვალით დაგანახებთ და აქამდე უცნობ, შეუმჩნეველ დეტალებს საკუთარი თვალით აღმოგაჩენინებთ. 

დღესდღეობით ჩვენი სერვისი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებში, რომლებიც წარუშლელი შთაბეჭდილების მიღებაზე უარს არასდროს ამბობენ.   

ეტლით გასეირნება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ღონისძიებისთვის - იქნება ეს რომანტიკული შეხვედრა, ოჯახური გართობა თუ საქორწილო ფოტოსესია.

განსაკუთრებული ატმოსფერო საქორწილო ფოტოსესიისთვის

ეტლით გასეირნება თქვენთვის განსაკუთრებულ დღეს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის, რადგან საქორწილო ფოტოსესიისთვის იდეალურ გარემოს  ხშირად სწორედ მსგავსი დეტალები ქმნის. წარმოიდგინეთ, როგორ გადაადგილდებით ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში, ეტლის ბორბლების ხმა მუსიკალურ გაფორმებას ერწყმის და ასე თავისთავად იქმნება უნიკალური ატმოსფერო, რომელიც თითოეული წყვილის მეხსიერებაში ყოველთვის სამუდამოდ რჩება. 

„ჯუბა’’ გთავაზობთ სპეციალურ საქორწილო პაკეტებს, რომლებიც ეტლით გასეირნებასთან ერთად, პროფესიონალურ ფოტოსესიასაც მოიცავს. ყველა დეტალზე ვზრუნავთ ჩვენ იმისთვის, რომ თქვენ მხოლოდ სასიამოვნო მომენტებით დატკბეთ.

ეტლით სეირნობა ძველი თბილისის ქუჩებში – ტურისტული გამოცდილება

ეტლით გასეირნება ძველ თბილისში განსაკუთრებული ტურისტული აქტივობაა, რომელიც თითოეულ ვიზიტორს საშუალებას აძლევს, ქალაქის ისტორიული უბნები უჩვეულო პერსპექტივიდან აღმოაჩინოს. გამოცდილი გიდები გაგაცნობენ თბილისის საინტერესო ისტორიებს, ლეგენდებსა და ტრადიციებს, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

განსაკუთრებით პოპულარულია ეტლით გასეირნება რიყეზე, საიდანაც იშლება უმშვენიერესი ხედები მტკვარზე და ძველ თბილისზე. საღამოს საათებში, როდესაც ქალაქი ფერად განათებებში იძირება, ეტლით გასეირნება რიყეზე კიდევ უფრო მაგიური და რომანტიკული ხდება.

 

ეტლის მომსახურება ღონისძიებებისთვის – შთამბეჭდავი და უნიკალური არჩევანი

თუ გსურთ თქვენი კორპორატიული ღონისძიება, დაბადების დღე ან სხვა რომელიმე გამორჩეული თარიღი დაუვიწყარი გახადოთ, ეტლით გასეირნება ძველ თბილისში იდეალური გადაწყვეტილებაა! 

ბევრს ჰგონია, რომ ეტლით გასეირნება თბილისში მხოლოდ თბილ სეზონზეა შესაძლებელი, არადა ამ უნიკალური სერვისით შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს ისარგებლოთ, მათ შორის ზამთარშიც, რადგან ამ დროს ეტლით გასეირნება ძველ თბილისში განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ქმნის.

გახსოვდეთ ეტლით გასეირნება რიყეზე ან თბილისის სხვა ულამაზეს ადგილას შესაძლებელია ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით. 

დაგეგმეთ თქვენი უნიკალური გამოცდილება დღესვე!

თუ გსურთ საყვარელ ადამიანს გამორჩეული დღე აჩუქოთ ან უბრალოდ აღმოაჩინოთ თბილისი სხვა  კუთხით, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ, რომ დაგეგმოთ თქვენზე მორგებული მარშრუტი და ამასთანავე, შეარჩიოთ მუსიკალური გაფორმება.

გაიზიარეთ ეს გამორჩეული გამოცდილება საყვარელ ადამიანებთან ერთად და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები კომპანია „ჯუბასთან’’ ერთად!