ქუთაისი, როგორც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰაბი, ავტომობილების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ისეთ სერვისებზე, რომლებიც გამოუვალ სიტუაციებში ავტომობილების სწრაფ ტექნიკურ მხარდაჭერასა და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სერვისი ,,ევაკუატორი’’ ქუთაისის მასშტაბით სწორედ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. იგი ხელმისაწვდომია როგორც ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ისე პერიფერიებში, რაც საშუალებას აძლევს მძღოლებს მიიღონ დახმარება რთულად მისადგომ ზონებსა და გადატვირთულ ქუჩებშიც კი.
აღნიშნული სერვისი მოიცავს როგორც სტანდარტულ ევაკუაციას, ისე სპეციფიკურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას - იქნება ეს დაზიანებული ტრანსპორტი თუ რთულად მისადგომი ლოკაცია.
ავარიული სიტუაციები ყოველთვის მოულოდნელად ხდება და სწორედ ასეთ დროს არის საჭირო სანდო პარტნიორი, რომელიც სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებს. ავარიული ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბით სპეციალურად ამ მიზნისთვისაა შექმნილი - რეაგირება ხდება ზარის მიღებიდან უმოკლეს დროში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადატვირთულ გზებზე ან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
მომსახურება მოიცავს ავტომობილის ამოყვანას გზის სავალი ნაწილიდან, უსაფრთხო ფიქსაციას და ტრანსპორტირებას მითითებულ ლოკაციამდე. ტექნიკური ჯგუფი აღჭურვილია ყველა საჭირო საშუალებით, რათა ადგილზევე შეძლოს სიტუაციის პირველადი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარების გაწევა.
ქუთაისში ავარიული ევაკუატორის სერვისი უკვე გახდა მრავალი მძღოლის სანდო არჩევანი – იქნება ეს ქალაქის ცენტრში, შემოვლით გზაზე თუ მიმდებარე რაიონებში. სწრაფი რეაგირება და პროფესიონალური მიდგომა ეხმარება მძღოლებს, მარტივად გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს.
როდესაც საქმე ეხება გადაადგილებას შორ მანძილზე, ევაკუატორი ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია დასავლეთ საქართველოში. ეს მომსახურება განსაკუთრებით მოთხოვნადია მათთვის, ვისაც მანქანის ტრანსპორტირება ზღვისპირეთში სამუშაო თუ პირადი მიზნებისთვის სჭირდება.
ქუთაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩვენი სერვისი გამოირჩევა რამდენიმე უპირატესობით: გამჭვირვალე ფასწარმოქმნის სისტემა, პუნქტუალობა და სრული კონტროლი გადაზიდვის პროცესის თითოეულ ეტაპზე. მძღოლები კარგად იცნობენ ამ გზას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლო რისკები და შეფერხებები.
სერვისი გათვლილია როგორც კერძო პირებზე, ისე ავტოსალონებზე, სადისტრიბუციო კომპანიებზე და მათზე, ვისაც ქუთაისი-ბათუმის გზაზე მანქანის სანდო, დროული და უსაფრთხო გადაყვანა სჭირდება.
სერვისის მიღება საკმაოდ მარტივია: მძღოლს შეუძლია დაუკავშირდეს ოპერატორს პირდაპირ ტელეფონით და შეკვეთისას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია: ავტომობილის ტიპი, მდებარეობა, დანიშნულების ადგილი და სიტუაციის სიმძიმე. ეს ინფორმაცია ტექნიკურ ჯგუფს საშუალებას აძლევს, შეადგინოს ოპტიმალური გეგმა და უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება.
გზაზე წარმოქმნილი რთული პროცესების გამარტივება და მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ,,ჯუბას’’ ევაკუატორის მომსახურება ქუთაისში არ არის მხოლოდ ავტომობილის გადაყვანის საშუალება - ეს არის სანდო, სწრაფი და დაზღვეული სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტომობილის გადაადგილებას როგორც ქალაქის ფარგლებში, ისე შორ მანძილზე. მომხმარებელი ზოგავს დროსა და ენერგიას და იღებს იმ მომსახურებას, რომელიც პროფესიონალიზმს, ტექნიკურ სიზუსტესა და რეალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას ეფუძნება.
„ჯუბა’’ არ არის უბრალოდ ავტოდახმარების სერვისი - ეს არის გუნდი, რომლისთვისაც პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებებია. აქ არ ვმუშაობთ შაბლონურად - ყოველი გამოძახება ,,ჯუბას’’ გუნდისთვის ახალი ამოცანაა, რომელსაც მაქსიმალური სიზუსტით ვუდგებით.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევაკუატორის გამოძახება ხშირად სტრესულ სიტუაციას უკავშირდება და სწორედ ამიტომ, ჩვენი თითოეული ოპერატორი და ტექნიკური ჯგუფი მუდამ ცდილობს, გაგამხნევოთ, გაგიწიოთ რეალური მხარდაჭერა და რაც მთავარია - სწრაფად გადაჭრან პრობლემა, რომ თქვენ ჩვეულ რიტმში დაბრუნება დროულად შეძლოთ.