Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
საწვავის მიწოდება

საწვავის მიწოდება

საწვავის მიწოდება

საწვავის მიწოდება საქართველოში - როგორ მუშაობს სისტემა?

 

კომპანია ,,ჯუბა’’ გთავაზობთ საწვავის მიწოდების სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24/7 რეჟიმში, რაც გაძლევთ იმის გარანტიას, რომ საჭირო დახმარებას ნებისმიერ დროსა და ადგილას მიიღებთ.

ჩვენი თითოეული სპეციალისტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მუშაობენ სწრაფი რეაგირების პრინციპით. საწვავის მიწოდება თბილისის მასშტაბით შესაძლებელია მაქსიმუმ 30 წუთში, ხოლო რეგიონებში - მანძილიდან გამომდინარე.

საწვავის მიწოდება გამოძახებით - ვინც ერთ სერვისში კომფორტსა და სისწრაფეს ეძებს 

საწვავის მიწოდება გამოძახებით  არა მხოლოდ კომფორტული, არამედ აუცილებელი სერვისია - რადგან თუ ოდესმე გზაში საწვავი ამოგეწურათ, აღარ დაგჭირდებათ ბენზინგასამართ სადგურების ძებნა ან დასახმარებლად ახლობლების შეწუხება.  ,,ჯუბას’’ სერვისი ,,ბენზინის გამოძახება’’ ნიშნავს, რომ პროფესიონალი გუნდი საჭირო რაოდენობისა და ხარისხის საწვავს უმოკლეს დროში მოგაწვდით. ჩვენ გთავაზობთ ყველა ტიპის საწვავის მიწოდებას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სერვისი თანაბრად ითვალისწინებს, როგორც კერძო ასევე მცირე თუ დიდი კომპანიების ავტომობილებს.

საწვავის მიწოდება თბილისის მასშტაბით დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან საცობებით გადატვირთულ ქალაქში დროის ფაქტორი მუდამ გადამწყვეტია.

საწვავის მიწოდება კომპანიებისთვის - დაზოგეთ დრო და რესურსი

კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ავტოპარკი, საწვავის მიწოდება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომსახურებაა. თუ გსურთ ოპერაციული ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვა - ,,ჯუბას’’ სერვისი ,,ბენზინის გამოძახება’’  იდეალური არჩევანია. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ავტომობილების მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სერვისს, რომელიც თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება.

საწვავის მიწოდება გამოძახებით ნიშნავს, რომ აღარ დაგჭირდებათ თითოეული მანქანის ბენზინგასამართ სადგურზე გაგზავნა. ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფი წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მოგემსახურებათ.


 

რატომ ,,ჯუბა’’?

იმიტომ, რომ ჩვენ არ გთავაზობთ უბრალოდ სერვისს, ჩვენ გთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც სანდოობას, სისწრაფესა და მომხმარებელზე ზრუნვას ეფუძნება. 

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ჩვენთვის თითოეული გამოძახება მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, ერთ მანქანას ვემსახურებით თუ დიდ ავტოპარკს. ყოველთვის ვუსმენთ თქვენს საჭიროებებს და გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს.

გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომი ფასები -  არანაირი დამატებითი გადასახადი, თავიდანვე იცით, რას იხდით და რატომ.

მაქსიმალური აქცენტი ხარისხზე - განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საწვავის ხარისხს და ტექნიკური სტანდარტების დაცვას.

გრძელვადიანი პარტნიორობა - ეს არ არის მხოლოდ ერთი გამოძახების სერვისი. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი შემდგომშიც ყოველთვის ,,ჯუბას’’ აირჩევს და ამიტომ, მუდამ მზად ვართ მხარდაჭერისთვის როგორც კერძო, ისე კორპორაციულ დონეზე.