Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
ევაკუატორი

ევაკუატორი

ევაკუატორი

ევაკუატორი თბილისში – საგანგებო და ყოველდღიური შემთხვევებისთვის

ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა ყოველთვის სტრესთან და გაუთვალისწინებელ ხარჯებთან ასოცირდება - განსაკუთრებით მაშინ, როცა დახმარება სწრაფად გჭირდებათ. სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი ევაკუატორის სერვისი, რომელიც ტექნიკურ სიზუსტეს, ოპერატიულობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას ერთიანად უზრუნველყოფს.

ტექნიკური პრობლემები გზაზე შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას, ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი ევაკუატორი თბილისში გაგიწევთ სწრაფ და უსაფრთხო მომსახურებას, თქვენი ავტომობილის ტიპის, ზომისა და ლოკაციის მიხედვით.

ევაკუატორი გამოძახებით თბილისში – სწრაფი და მარტივი გამოსავალი

ჩვენი სერვისი გათვლილია იმ კერძო პირებსა და კომპანიებზე, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ ტექნიკის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ევაკუატორი თბილისში შესაძლებელია გამოიძახოთ, როგორც სტანდარტული ავტომობილის გადასაყვანად, ისე სპეციალური ტრანსპორტისთვის. ყოველი გამოძახება ჩვენთან ინდივიდუალურად განიხილება – ვითვალისწინებთ ავტომობილის მდგომარეობას, ადგილმდებარეობას და დანიშნულების წერტილს, რათა ტექნიკურად სწორი და უსაფრთხო ვარიანტი შემოგთავაზოთ.

ევაკუატორი 24/7 – დახმარება მაშინაც, როცა სხვები არ მუშაობენ

ტრანსპორტი მწყობრიდან შეიძლება ყველაზე არასასურველ დროსაც გამოვიდეს -  ღამით, შაბათ-კვირას ან დასვენების დღეს. სწორედ ამიტომ „ჯუბას’’ ევაკუატორი 24/7 რეჟიმში ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ საათსა და კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე, აირჩიოთ სერვისი ,,ევაკუატორი გამოძახებით’’ და მიიღოთ მომსახურება ზედმეტი ლოდინის გარეშე. ჩვენი ოპერატორები მუდმივად მზადყოფნაში არიან და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკა მითითებულ ლოკაციაზე უმოკლეს დროში მიდის. 

უსაფრთხოება და ტექნიკური სიზუსტე – შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

„ჯუბას’’ ევაკუატორები აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით, ჩვენი მძღოლები კი ფლობენ შესაბამის უნარებსა და მრავალწლიან გამოცდილებას - ეს ყველაფერი ერთიანობაში ტვირთის უსაფრთხო დატვირთვის, სწორი ფიქსაციისა და სტაბილური გადაადგილების მთავარი გარანტია. 

ამასთან, ევაკუატორის სერვისი მხოლოდ საგანგებო შემთხვევებისთვის არ გამოიყენება. ხშირად გვიკავშირდებიან კლიენტები, რომლებსაც სურთ ახალი ავტომობილის გადაყვანა ავტოსალონიდან საცხოვრებელ მისამართზე, არარეგისტრირებული ტრანსპორტის გადაზიდვა სერვისცენტრში ან ღონისძიებისთვის ავტომანქანის ადგილმდებარეობის ცვლილება. ასეთ სიტუაციებში ევაკუატორი არის არა იძულებითი გამოსავალი, არამედ დახვეწილი ლოგისტიკური გადაწყვეტა, რომელიც დაზოგავს დროს, რესურსს და თავიდან აგაცილებთ დაზიანების რისკებს. 

არ აქვს მნიშვნელობა, რატომ და რისთვის გსურთ ევაკუატორის გამოძახება – შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი მომსახურება იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც გჭირდებათ: უსაფრთხო, დროული და მაქსიმალურად კომფორტული.

რატომ „ჯუბა”?

  • მინიმუმამდე დაყვანილი რეაგირების დრო

  • ტექნიკურად გამართული ევაკუატორები

  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ გამოძახებაზე

  • გამჭვირვალე და წინასწარ შეთანხმებული პირობები

  • მომსახურება, რომელსაც ენდობიან როგორც კერძო, ისე კორპორატიული კლიენტები

დაგვიკავშირდით ახლავე და ისარგებლეთ სერვისით, რომელიც სტანდარტზე მაღლა დგას.