Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
კონტეინერებისა და კონსტრუქციის გადაზიდვა

კონტეინერებისა და კონსტრუქციის გადაზიდვა

კონტეინერებისა და კონსტრუქციის გადაზიდვა

კონტეინერების გადაზიდვა - სპეციალიზებული ტრანსპორტირება

„ჯუბა“ გთავაზობთ კონტეინერების გადაზიდვის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ არ ვფლობთ კონტეინერებს, თუმცა, უზრუნველვყოფთ მათი გადატანის სრულ ციკლს – სპეციალიზებული ტექნიკით, უსაფრთხო წესებითა და ზუსტად დაგეგმილი ლოგისტიკით.

კონტეინერები თბილისში ყველაზე ხშირად გადაიზიდება სამშენებლო ობიექტებზე, ინდუსტრიულ ზონებში და პორტებთან. გადაზიდვის დაგეგმვისას ყურადღებას ვაქცევთ რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა:

ტვირთის წონა და ზომა – კონტეინერები განსხვავდება როგორც სიგრძითა და სიმაღლით, ისე წონით.  შესაბამისად, თითოეული გადაზიდვა მოითხოვს შესაბამისი ტვირთამწეობის ტექნიკის შერჩევას, რათა მოძრაობა იყოს უსაფრთხო და სტაბილური მთელი პროცესის განმავლობაში.

მარშრუტის სირთულე – თბილისის ცენტრალური უბნები, გრძელი აღმართები ან ვიწრო შესახვევები შესაძლოა ალტერნატიული მარშრუტის დაგეგმვას მოითხოვდეს. ჩვენ წინასწარ ვაანალიზებთ მთელ მარშრუტს და ვირჩევთ ოპტიმალურ გზას, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს შეფერხების რისკს.

დამხმარე ტექნიკა და ლოკაციის სპეციფიკა – ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი ამწე, რათა კონტეინერის დატვირთვა და გადმოტვირთვა შეუფერხებლად და ტექნიკურად სწორად განხორციელდეს.

კონტეინერები თბილისში (და არა მხოლოდ)  -  გადაზიდვის მოქნილი სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით

სამშენებლო კონტეინერები გადაგვაქვს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და სხვა ქალაქების მასშტაბით – მათ შორის რთულად მისადგომ ტერიტორიებზე. ჩვენი ავტოპარკი მოიცავს ათეულობით სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გადავზიდოთ სხვადასხვა მოცულობისა და წონის კონტეინერები.

ამრიგად, თუ გჭირდებათ სამშენებლო კონტეინერები ობიექტზე, მაგრამ არ ფლობთ შესაბამის ტექნიკას ან დროის ფაქტორი გადამწყვეტია –  ასეთ დროს ,,ჯუბას’’ ცხელ ხაზზე დარეკვა ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია.

კონტეინერები გამოძახებით – ოპერატიული მომსახურება 24/7

სერვისი ,,კონტეინერები გამოძახებით’’ ნიშნავს, რომ თქვენს ობიექტზე გამოჩნდება სწორად აღჭურვილი ტექნიკა და პროფესიონალი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო დატვირთვა-გადმოტვირთვას,  მარშრუტის სწორად შერჩევას და დროულ ტრანსპორტირებას. რაც მთავარია, სერვისი ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში.