კახეთი - აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონი, გამოირჩევა როგორც ტურისტული, ისე სამეურნეო დატვირთვით. რეგიონში ინტენსიური მოძრაობა და გრძელი მარშრუტები ხშირად ქმნის სიტუაციებს, როცა მძღოლებს სჭირდებათ სწრაფი და სანდო ავტოდახმარება. სწორედ ამიტომ, „ჯუბას’’ ევაკუატორის სერვისი კახეთში ყოველთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა, მით უფრო მაშინ, როცა მძღოლები სანდო და პროფესიონალურ სერვისს ეძებენ.
რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად სწრაფ რეაგირებასთან ერთად, საჭიროა, რომ გუნდი კარგად იცნობდეს ადგილობრივ გზებს, მათ მდგომარეობასა და თავისებურებებს. ამ მოთხოვნებს იდეალურად აკმაყოფილებს კომპანია ,,ჯუბა’’, რომლის სპეციალისტებმაც ზედმიწევნით იციან, სად არის უახლოესი სერვისცენტრი თუ ვულკანიზაციის პუნქტი და რომელი მარშრუტი იქნება ყველაზე უსაფრთხო თქვენი ავტომობილის ტრანსპორტირებისთვის.
განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, სადაც ფასი ხშირად დამოკიდებულია მანძილსა და დღის მონაკვეთზე, „ჯუბაში’’ ტარიფები წინასწარ განსაზღვრულია - ეს გამორიცხავს ნებისმიერ გაურკვევლობას ან დამატებით ხარჯს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელ დისტანციებზე - მაგალითად, კახეთიდან თბილისისკენ ან პირიქით.
შეკვეთის მომენტშივე ოპერატორი გაცნობებთ სერვისის სრულ ღირებულებას, რომელიც მოიცავს როგორც ტრანსპორტირებას, ისე ყველა საჭირო პროცედურას - ფიქსაციას, ჩატვირთვას და უსაფრთხო გადაყვანას. „ჯუბა’’ გთავაზობთ ერთნაირად ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასებს ყველა მიმართულებით - იქნება ეს კახეთი, თბილისი თუ საქართველოს სხვა რეგიონი.
„ჯუბა’’ არის გამოცდილებაზე, სიზუსტესა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს. წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სერვისი, რომელსაც მძღოლები ენდობიან არა მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობების, არამედ იმ დამოკიდებულების გამო, რომელიც ჩვენს გუნდს სხვა კომპანიებისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს.
ავტოპარკი მოიცავს მრავალფეროვან ევაკუატორებს, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ტიპის ავტომობილზე - იქნება ეს სედანი, მაღალი გამავლობის ჯიპი თუ კომერციული სატვირთო მანქანა. ჩვენი თითოეული ტექნიკა აღჭურვილია თანამედროვე დამცავი სისტემებით, რაც ტრანსპორტირებისას მაქსიმალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
რაც შეეხება ,,ჯუბას’’ მძღოლებსა და ოპერატორებს, ისინი თითოეულ შემთხვევას უდგებიან პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელმა არა მხოლოდ სერვისი მიიღოს, არამედ იგრძნოს, რომ მის გვერდით პროფესიონალები დგანან.
ყველა საჭირო ლიცენზია და სადაზღვევო დოკუმენტაცია უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას, ტექნიკა რეგულარულად მოწმდება, ხოლო მომსახურების პროცესი ორგანიზებულია მაქსიმალურად გამჭვირვალედ.
„ჯუბას’’ ავტოდახმარების სერვისი კახეთში აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რაც გზაზე წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრისთვისაა საჭირო - საწვავის მიწოდება, ტექნიკური პრობლემის პირველადი დიაგნოსტიკა და ტრანსპორტირება სერვისცენტრამდე ან ვულკანიზაციამდე.
რეგიონში, სადაც გზები ხშირად გადის მთიან რელიეფსა და რთულად მისადგომ ტერიტორიებზე, „ჯუბა’’ ფლობს შესაბამის რესურსებს - მაღალი გამავლობის ტექნიკას, ობობა ევაკუატორს და ამწე კრანს, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ ისეთ ლოკაციებშიც, სადაც სტანდარტული ევაკუატორებისთვის წვდომა შეზღუდულია.
ამგვარად, მომხმარებელი იღებს სრულფასოვან დახმარებას ნებისმიერ გარემოებაში — დღის ან ღამის საათებში, კარგ ამინდში თუ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.