თუ თქვენი ავტომობილი ფოთში ან თბილისისკენ მიმავალ გზაზე მოულოდნელად დაზიანდა, ,,ჯუბა’’ მზად არის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ პროფესიონალური და სწრაფი მომსახურება. კომპანია მუშაობს 24/7 რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარება ხელმისაწვდომია როგორც დღის, ისე ღამის საათებში - ყველანაირ ამინდში და ყველა მიმართულებით.
ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ ავტომობილის უსაფრთხო და ფრთხილი გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე - იქნება ეს ფოთიდან თბილისისკენ ტრანსპორტირება, თუ პირიქით. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ოპერატორებითა და მძღოლებით, რომლებიც მოქმედებენ სწრაფად და გზაზე წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემას მყისიერად აგვარებენ.
„ჯუბა’’ გთავაზობთ ფიქსირებულ და გამჭვირვალე ტარიფებს. ჩვენი ფასები წინასწარ განსაზღვრულია, რაც გამორიცხავს ნებისმიერ გაურკვევლობას ან დამატებით ხარჯს. მომხმარებელმა ზუსტად იცის, რა ღირს მომსახურება და რაში იხდის კონკრეტულ თანხას.
გარდა ამისა, სერვისი გათვლილია როგორც კერძო მძღოლებზე, ისე კომპანიებზე, რომლებსაც რეგულარულად სჭირდებათ მსგავსი ტიპის დახმარება. „ჯუბა’’ გთავაზობთ ერთნაირად ხელმისაწვდომ ფასებს ყველა მიმართულებით - იქნება ეს ფოთი, თბილისი თუ სხვა ქალაქი. ჩვენი მიზანია, ევაკუატორის მომსახურება იყოს მარტივი, სწრაფი და ეკონომიურად გამართლებული არჩევანი ყველასთვის.
„ჯუბა’’ უკვე წლებია ავტოდახმარების ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პროფესიონალურ სერვისად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ ავტომობილის უსაფრთხო გადაყვანა, არამედ მომხმარებლის სიმშვიდე და დროის ეფექტური მართვა.
კომპანია იყენებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ევაკუატორებს, რომლებიც შესაფერისია როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ავტომობილებისთვის. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი მძღოლებისა და ოპერატორებისგან, რომლებიც პროცესში უსაფრთხოების ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ - ეს ნიშნავს, რომ თქვენი მანქანა დაცულია ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე.
„ჯუბას’’ გამორჩეულ და ხარისხიან სერვისზე მეტყველებს მომხმარებელთა მრავალწლიანი და რაც მთავარია, პოზიტიური გამოცდილება. ჩვენთან მომსახურების მიღებისას ზუსტად იცით, რა დროს მოვა ევაკუატორი მითითებულ ლოკაციაზე, რა ღირს ტრანსპორტირება და რამდენ ხანში დასრულდება პროცესი. გამჭვირვალე პირობები, ფიქსირებული ფასები და მუდმივი მხარდაჭერა - სწორედ ეს არის ის მიზეზები, რის გამოც მძღოლები ისევ და ისევ „ჯუბას’’ ირჩევენ.
„ჯუბა’’ არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული ევაკუატორის სერვისით - ჩვენი კომპანია გთავაზობს მრავალფეროვან სპეციალურ მომსახურებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ფოთში, თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებსა თუ რეგიონებში.
ჩვენი ავტოპარკი მოიცავს მაღალი გამავლობის ევაკუატორებს, ობობა ევაკუატორს, ამწე კრანსა და სხვა სპეცტრანსპორტს, რომელიც განკუთვნილია როგორც მძიმე ავტომობილების, ისე სამშენებლო კონსტრუქციებისა და ტვირთების გადაზიდვისთვის.
საკმაოდ პოპულარულია საწვავის მიწოდების სერვისიც – იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გზაზე საწვავის დეფიციტის გამო გაჩერდა, ჩვენი მობილური ჯგუფი სწრაფად მოგაწვდით საჭირო საწვავს, რათა გზა შეფერხების გარეშე გააგრძელოთ.
„ჯუბა’’ ასევე გთავაზობთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:
მანქანის კარის გახსნის სერვისი – თუ ავტომობილის კარი ჩაკეტილია ან დაზიანებულია, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ამ პრობლემის გადაჭრაში;
ვულკანიზაცია – დაზიანებული ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირება ვულკანიზაციის უახლოეს პუნტქამდე ან სერვისცენტრში;
ფხიზელი მძღოლის მომსახურება – თუ ნებისმიერი მიზეზით მანქანის მართვა გიჭირთ, ჩვენი პროფესიონალი მძღოლი გადაიყვანს თქვენივე მანქანას სასურველ მისამართზე.
ეს არის ავტოდახმარების სრული სპექტრი, რომელიც აერთიანებს ევაკუატორს, სპეციალურ ტექნიკას, ტვირთის გადაზიდვას, საწვავის მიწოდებას და ა.შ. ჩვენი მიზანია, მძღოლები იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნიკით.