Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
მანქანის დაქოქვა ადგილზე – სწრაფი და უსაფრთხო სერვისი

მანქანის დაქოქვა ადგილზე – სწრაფი და უსაფრთხო სერვისი

08/10/2025

მანქანის დაქოქვა გამოძახებით – რა უნდა ვიცოდეთ მოულოდნელი სიტუაციების დროს?

ალბათ ყველას ერთხელ მაინც ჰქონია ის უსიამოვნო მომენტი, როცა ყველაზე გადამწყვეტ დროს მანქანა არ იქოქება. ზუსტად მაშინ, როცა მთელი დღის განრიგი იდეალურადაა გაწერილი,  აწყდები ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაც დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია. იწყებ ნერვიულობას, ფიქრობ ვის დაურეკო, ვინ შეძლებს დახმარებას ან სად იპოვი საჭირო ხელსაწყოებს.  ასეთ დროს, როცა დრო მნიშვნელოვანია, მანქანის დაქოქვა გამოძახებით ხშირად ყველაზე გონივრული და პრაქტიკული გამოსავალი ხდება. 

ადრე ასეთ გამოუვალ სიტუაციაში მძღოლები მეგობრებს ან მეზობლებს ეძახდნენ  და იმედოვნებდნენ, რომ ვინმე შეძლებდა დახმარებას. დღეს კი ყველაფერი გაცილებით მარტივია, როცა შეგიძლია უბრალოდ დარეკო ,,ჯუბაში’’ და ავტომობილის დაქოქვა ადგილზე მოითხოვო.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, გაჩნდა ისეთი სერვისებიც, როგორიცაა ავტომობილის დისტანციური დაქოქვა – ახლა უკვე შესაძლებელია მანქანა სახლში ან ოფისიდანვე დაქოქო და დარწმუნდე, რომ ყველაფერი მწყობრშია. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, როცა გინდა მანქანა გათბეს მანამ, სანამ შენ ქუჩაში გამოხვალ. 

მანქანის დაქოქვას ვერ ახერხებთ? - წაიკითხეთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი

მანქანის დაქოქვის პრობლემა ყველაზე ხშირად აკუმულატორის გამო ჩნდება. მისი რესურსი განსაკუთრებით ზამთარში მარტივად იწურება, როდესაც ცივ ამინდში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. თუ ფარებს ან მულტიმედიურ სისტემას ჩართულს დიდი ხნით დატოვებთ, აკუმულატორი სწრაფად დაიცლება და მანქანა ვეღარ დაიქოქება. ხშირად მძღოლები ვერ ამჩნევენ, რომ აკუმულატორი სუსტდება, სანამ ერთი დილას თავს უსიამოვნო სიურპრიზი არ დაატყდებათ.  

მეორე გავრცელებული მიზეზი საწვავის მიწოდების პრობლემაა. დაბინძურებული საწვავი, გატეხილი ფილტრი ან საწვავის ე.წ. ტუმბოს დაზიანება შეიძლება ძრავის გაჩერების მიზეზი გახდეს. ავტომობილის მფლობელები ზოგჯერ ამ ფაქტორს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, არადა, ტექნიკური მომსახურებისას მისი შემოწმება მსგავს რისკებს მაქსიმალურად ამცირებს.

ასევე, დაქოქვის პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. ,,სტარტერის’’ სისტემის დაზიანებამ. თუ მაგალითად, ხარვეზი ელექტრონულ სენსორებთანაა კავშირში, ძრავის დაქოქვა საკმაოდ გართულდება. თანამედროვე ავტომობილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ასეთი ტექნიკური დეტალების მიმართ, ამიტომ, როდესაც მანქანა არ იქოქება, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გამოსავალი ,,ჯუბას’’ სპეციალისტის ადგილზე გამოძახებაა. 

ის, რაც დახმარების გამოძახებამდე უნდა იცოდეთ

დახმარების გამოძახებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი დეტალის წინასწარ ცოდნა, რათა პროცესი რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური იყოს. პირველ რიგში, დააზუსტეთ მანქანის მოდელი, გამოშვების წელი და ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები – ეს ინფორმაცია სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, მომზადებულები  და საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილნი მოვიდნენ.

ასევე, კარგად და დეტალურად აღწერეთ პრობლემა – მაგალითისთვის, არის თუ არა ძრავის დაქოქვის მცდელობა საერთოდ უშედეგო, ხომ არ გესმით უჩველო ხმები ან ხომ არ ხედავთ წითელ ინდიკატორებს ეკრანზე - რაც უფრო ზუსტად შეძლებთ სიტუაციის აღწერას, მით სწრაფად მოიძებნება თქვენთვის შესაბამისი დახმარება.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ უსაფრთხო ადგილას ხართ გაჩერებული. თუ ავარიული ნიშნები გაქვთ, აუცილებლად, განათავსეთ სამკუთხედი. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ავტომობილის დაქოქვა გამოძახებით – როგორ მუშაობს სერვისი?

ავტომობილის დაქოქვა გამოძახებით არის სწრაფი და მარტივი სერვისი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მოულოდნელი პრობლემების დროს მძღოლების დასახმარებლად. როდესაც თქვენი მანქანა არ იქოქება, უბრალოდ დაუკავშირდებით ,,ჯუბას’’ სერვის ცენტრს, ოპერატორებს მიაწვდით საჭირო ინფორმაციას და ისინი დაუყოვნებლივ გამოგზავნიან გამოცდილ ტექნიკოსს თქვენ მიერ დასახელებულ ადგილას.

ტექნიკოსს მოაქვს სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა ე.წ.  ,,სტარტერის’’ სადენები და სხვა საჭირო ხელსაწყოები, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ დაქოქოს თქვენი ავტომობილი. საჭიროების შემთხვევაში, ის ჩაატარებს პირველად დიაგნოსტიკასაც, რათა გამოირიცხოს სხვა სერიოზული დაზიანებები და გადაჭრას პრობლემა ადგილზე.

,,ჯუბას’’ სერვისის უმთავრესი უპირატესობა არის ოპერატიულობა ნებისმიერ დროსა და ადგილას - ტექნიკოსი შეძლებს დახმარებას როგორც ქალაქის ცენტრში, ისე ქალაქგარეთ რთულად მისადგომ ადგილებში. 


 

ავტომობილის დისტანციური დაქოქვა თუ ადგილზე გამოძახება?

დღეს ავტოდახმარების ეს კონკრეტული სერვისი ორი პოპულარული ვარიანტით გამოირჩევა – ავტომობილის დისტანციური დაქოქვა და ადგილზე გამოძახება. ორივეს აქვს თავისი უპირატესობები და გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული და ეფექტური სერვისი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დისტანციური დაქოქვის შემთხვევაში მანქანა სპეციალური აპლიკაციის ან ტექნიკური მოწყობილობის დახმარებით შორიდან, მაგალითად, სახლიდან ან ოფისიდან იქოქება. თუმცა, თუ პრობლემა კომპლექსურია და დისტანციურად ვერ გადაიჭრება,  საჭიროა საქმეში გამოცდილი სპეციალისტი ჩაერთოს. 

ამრიგად, დისტანციური დაქოქვა კარგი საშუალებაა მარტივი და მცირე ხასიათის პრობლემებისთვის, ხოლო ადგილზე გამოძახება საუკეთესო გამოსავალია სერიოზული და რთული შემთხვევების დროს. არჩევანი უნდა გააკეთოთ პრობლემის სიმძიმისა და არსებული გარემოს მიხედვით.

გახსოვდეთ, უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია - შეარჩიეთ სერვისი თქვენი სიტუაციის შესაბამისად და ვიდრე დახმარებას გამოიძახებთ, დარწმუნდით, რომ მანქანა უსაფრთხო ადგილასაა გაჩერებული. ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ, რომ გზა მშვიდად და დაუბრკოლებლად განაგრძოთ.