გზა ყოველთვის სავსეა მოულოდნელობებით - ერთ წამს მშვიდად მართავ მანქანას, მეორე წამს კი უცნაური ხმაური ან დისკომფორტი მიგანიშნებს, რომ საბურავმა გიმტყუნა. ხშირად ერთი შეხედვით პატარა პრობლემა სრულიად ცვლის ჩვენს გეგმებს და სწორედ ასეთ მომენტებში ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფი და საიმედო დახმარება.
ტრადიციული მიდგომა, როდესაც მძღოლი თავად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ხშირად ართულებს სიტუაციას. შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში არ გქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტები ან უბრალოდ ადგილმდებარეობა არ იყოს უსაფრთხო შეკეთებისთვის - ამ ყველა სირთულის თავიდან აცილება კი შესაძლებელია პროფესიონალური მობილური სერვისით, რომელიც არა მხოლოდ თქვენს დროსა და ენერგიას ზოგავს, არამედ ხარისხიან შედეგსაც უზრუნველყოფს.
დღეს, როდესაც თითქმის ყველა წუთი გადამწყვეტია, ,,ჯუბას’’ სერვისი ,,საბურავის შეკეთება გამოძახებით’’ აღარ არის უბრალოდ დამატებითი კომფორტი – ეს არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გზა შეუფერხებლად განაგრძოთ.
საბურავის შეკეთების მობილური სერვისი შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამედროვე მიდგომა, რომელიც მძღოლების გამოცდილებას საგანგებო სიტუაციებში ძირეულად ცვლის. ეს სრულიად ახალი კონცეფციაა მომხმარებელთა კომფორტისა და კმაყოფილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რადგან მობილური სერვისი პრობლემას აგვარებს პირდაპირ იმ ადგილას, სადაც ის წარმოიშვა - ეს კი საშუალებას აძლევს მძღოლებს, არ იყვნენ დამოკიდებულნი გარე ფაქტორებზე და მიიღონ სერვისი მაქსიმალურად სწრაფად, მათი საჭიროებების შესაბამისად.
,,ჯუბას’’ პროფესიონალი ტექნიკოსები აღჭურვილნი არიან ყველა საჭირო ინსტრუმენტითა და სპეციალური მოწყობილობით იმისთვის, რომ ყველაზე ეფექტურად აღმოფხვრან კონკრეტული პრობლემები. მათ ხელთ აქვთ საბურავის შეცვლისა და შეკეთებისთვის საჭირო მთელი არსენალი, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენთან პრაქტიკულად სერვისცენტრი მოდის. სამუშაო პროცედურა ყოველთვის ტარდება მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში, შესაბამისი სიგნალიზაციითა და უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სტანდარტის დაცვით.
საბურავის დაზიანება ღამის საათებში განსაკუთრებით პრობლემური და სახიფათო შეიძლება იყოს - ბნელ გზაზე, გაუმართავი განათებითა და შეზღუდული ხილვადობით, საკუთარი ძალებით საბურავის შეცვლა ხშირად საფრთხეს უქმნის როგორც თავად ავტომობილის მფლობელს, ისე სხვა მძღოლებს. ასეთ დროს კი ყველაზე აშკარა ხდება მობილური სერვისის საჭიროება, რომელიც 24/7- ზე ფუნქციონირებს და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.
არახელსაყრელი ამინდის პირობები: წვიმა, თოვლი, ქარბუქი - კიდევ უფრო ართულებს საბურავის დამოუკიდებლად შეცვლის პროცესს. თუმცა, ,,ჯუბას’’ პროფესიონალი ტექნიკოსები მზად არიან, იმუშაონ ეფექტურად და გაგიწიონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება იმ ვითარებაშიც კი, როდესაც მძღოლისთვის საბურავის შეცვლა თითქმის შეუძლებელია.
,,ჯუბას’’ სერვისი ,,საბურავის შეცვლა გამოძახებით’’ განსაკუთრებით საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილი რთულად მისადგომ ადგილას არის გაჩერებული, მაგალითად, ვიწრო ქუჩაზე ან საცხოვრებელი კორპუსების ეზოში. ასეთ სიტუაციებში მანქანის სერვისცენტრამდე გადაყვანა ხშირად საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ხოლო კომპაქტური მობილური სერვისი საშუალებას აძლევს ტექნიკოსებს, დახმარება გაგიწიონ ნებისმიერ ადგილას - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრში, სადაც საპარკინგე ადგილების სიმცირე და გადატვირთული გზები გადაადგილებას თითქმის ყოველთვის და ყველასთვის ართულებს.
„ჯუბას’’ პროფესიონალ თანამშრომლებს აქვთ ღრმა თეორიული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სირთულის პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად, ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც საბურავის დაბერვას, ისე ზოგად ტექნიკურ შემოწმებას. ისინი მუდმივად გადიან სპეციალური სწავლებისა და გადამზადების კურსებს, რაც განსაზღვრავს სამუშაოების ხარისხის უმაღლეს დონეს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების ყველა სტანდარტის ზედმიწევნით შესრულებას.
პროფესიონალიზმი და სიზუსტე – ეს არის „ჯუბას’’ გუნდის ის მთავარი ბერკეტები, რომლითაც მომხმარებლებს უსაფრთხო, ხარისხიან და საიმედო მომსახურებას ვთავაზობთ.
გარდა პროფესიონალი კადრებისა, „ჯუბაში’’ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტექნიკურ აღჭურვილობას. კომპანიის მობილური სერვის-ავტომობილები რეგულარულად მოწმდება და იტვირთება უახლესი ინსტრუმენტებით, რომლებიც საშუალებას აძლევს ტექნიკოსებს, სწრაფად შეასრულონ ნებისმიერი ტიპის სამუშაო – იქნება ეს საბურავის დაბერვა, თუ საბურავის შეცვლა გამოძახებით.
მომსახურების მაღალი ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი კი მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზია. „ჯუბა’’ მუდმივად სწავლობს კლიენტების გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რის შედეგადაც სერვისის თითოეული ეტაპი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამ მიდგომით კომპანია არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ მუდმივად ზრდის მომსახურების ხარისხის სტანდარტს, რათა ნებისმიერი სიტუაციის დროს მძღოლებმა მიიღონ ყველაზე სწრაფი, კომფორტული და საიმედო დახმარება.