Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
დახმარება გზაზე – რა სერვისები არსებობს და როდის შეიძლება დაგჭირდეს

დახმარება გზაზე – რა სერვისები არსებობს და როდის შეიძლება დაგჭირდეს

13/08/2025

დახმარება გზაზე – ევაკუატორი და სხვა საჭირო სერვისები

გზაზე უსიამოვნო მოულოდნელობები თავს ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვატყდეს – მანქანის გაუმართაობა, საბურავის დაზიანება, ავარია ან საწვავის ამოწურვა მძღოლებს ხშირად უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ასეთ მომენტებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალია ევაკუატორის სერვისის გამოძახება. ევაკუატორი უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო და სწრაფ გადაყვანას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესსა და დამატებით ხარჯებს.

დღესდღეობით ევაკუატორის მომსახურება არა მხოლოდ სტანდარტული მანქანებისთვის, არამედ მოტოტექნიკისა და დიდი ტვირთებისთვისაც ხელმისაწვდომია. მაგალითად, ობობა ევაკუატორი და ამწე კრანი რთულ და სპეციფიკურ სიტუაციებში შეუცვლელი დამხმარეა, ხოლო მოტო ევაკუატორი მოტოციკლებისა და სკუტერების სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„ჯუბა’’ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ამ სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას და 24/7 ოპერატიულ რეაგირებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ პროფესიონალების გუნდს, რომელიც მზად არის საჭირო დახმარება ნებისმიერ დროს გაგიწიოთ. 

ევაკუატორი – როდის შეიძლება დაგჭირდეთ?

ევაკუატორის სერვისი აუცილებელია მაშინ, როდესაც საჭიროა მანქანის გადაყვანა სერვისცენტრში ან სხვა ლოკაციაზე. ეს ხშირად ხდება ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორიცაა: ძრავის დაზიანება, გადაცემათა კოლოფის გაუმართაობა ან ელექტროსისტემის ხარვეზი. ამ დროს ევაკუატორის გამოძახება ყველაზე უსაფრთხო და ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

საგზაო შემთხვევებისას ევაკუატორის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დაზიანებული მანქანის გადაადგილება საკუთარი ძალებით ხშირად ძალიან რთულია. პროფესიონალური ევაკუატორით კი შესაძლებელია მანქანა სწორად დამაგრდეს ისე, რომ უსაფრთხოების ზომები სრულყოფილად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ დამატებითი ზიანი ან სხვა პრობლემები. 

ასევე არის სიტუაციები, როდესაც მანქანა გაჭედილია რთულად მისადგომ ადგილებში – მაგალითად, თოვლში, ტალახში ან გაუვალ გზაზე. ასეთ შემთხვევებში ევაკუატორის სპეციალური აღჭურვილობა დაგეხმარებათ, ავტომობილი სწრაფად და დაზიანების გარეშე ამოიყვანოთ.

ობობა ევაკუატორი –იდეალური გამოსავალი რთულ პირობებში

ობობა ევაკუატორი განსაკუთრებული ტექნიკაა, რომელიც გამოიყენება იქ, სადაც სტანდარტული ევაკუატორი ვერ აღწევს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის ფრთხილად მოთავსება პლატფორმაზე ისე, რომ არ დაზიანდეს არც კორპუსი და არც სხვა მექანიზმები.

„ჯუბას’’ ობობა ევაკუატორი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დამცავი სისტემებით, რაც მუშაობის პროცესს მაქსიმალურად უსაფრთხოს ხდის. გამოცდილმა ოპერატორებმა ზუსტად იციან, როგორ იმუშაონ რთულ გარემოში და როგორ გადაიტანონ ავტომობილი ერთი ადგილიდან მეორემდე. 

ეს სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის ცენტრებში ან დიდ საცხოვრებელ კომპლექსებში, სადაც სატრანსპორტო სივრცე შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ობობა ევაკუატორი თანამედროვე ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა.

მოტო ევაკუატორი - სპეციალური სერვისი და მყისიერი დახმარება 

გამომდინარე იქიდან, რომ მოტოციკლებისა და სკუტერების ტრანსპორტირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, მოტო ევაკუატორი სპეციალურად მოტოტექნიკის უსაფრთხო და სტაბილური გადაადგილებისთვის არის შექმნილი. 

„ჯუბა’’ იყენებს სპეციალურ პლატფორმებს, დამჭერებსა და დამცავ სისტემებს, რომლებიც ტრანსპორტირებისას მოტოციკლის სწორ ფიქსაციასა და ვიბრაციისგან დაცვას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელ დისტანციებზე ან ავარიული სიტუაციების შემდეგ, როდესაც მოტოტექნიკა შეიძლება მყიფე მდგომარეობაში იყოს.

გარდა ამისა, მოტო ევაკუატორის სერვისი ასევე პრაქტიკულია იმ შემთხვევაში, თუ მოტოციკლი უნდა გადაიტანოთ ახალ მფლობელთან, გამოფენაზე ან სერვისცენტრში. 

ამწე კრანი – დიდი და რთული ტვირთებისთვის

ზოგჯერ გზაზე არსებული სიტუაციები ისეთ ტექნიკასაც მოითხოვს, რომელიც უფრო მეტი ძალითა და სიმძლავრით გამოირჩევა. ასეთია ამწე კრანი - იდეალური გამოსავალი მძიმე მანქანების ან დიდი ტვირთების ასაწევად. მაგალითად, თუ მანქანა გზიდან გადავარდა, ჩავარდა თხრილში ან მთლიანად გადაბრუნდა, სტანდარტული ევაკუატორი მის ამოყვანას ვერ შეძლებს.

„ჯუბას’’ ამწე კრანი აღჭურვილია ძლიერი მექანიზმებით, რაც საშუალებას აძლევს მძიმე და დიდი ობიექტები უსაფრთხოდ აწიოს და გადაიტანოს. ეს სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო შემთხვევების დროს ან მაშინ, როდესაც სპეცტექნიკის გადაადგილებაა საჭირო.

პროფესიონალური ოპერატორების დახმარებით ამწე კრანი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი რთული ოპერაცია შესრულდეს სწრაფად და დაზიანების გარეშე. „ჯუბას’’ გუნდი კი თავის მხრივ ყოველთვის ყურადღებით ემზადება ამ პროცესისთვის, რათა თითოეული დეტალი კონტროლის ქვეშ იყოს. 

„ჯუბა’’ - იმისთვის, რომ გზაზე მარტო არასდროს დარჩეთ

„ჯუბას’’ მთავარი მისიაა, რომ მძღოლებმა ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნონ დაცულობა და მხარდაჭერა. კომპანიის გუნდი ყოველთვის მზად არის სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს, იქნება ეს ევაკუატორის გამოძახება, მოტო ევაკუატორის მომსახურება თუ ამწე კრანის დახმარება. 24/7 რეჟიმში ხელმისაწვდომი სერვისები ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ მგზავრობა და აღარ ინერვიულოთ მოულოდნელი პრობლემების გამო.

„ჯუბა’’ გამოირჩევა არა მხოლოდ სერვისების მრავალფეროვნებით, არამედ პროფესიონალიზმითაც. ყველა ოპერაცია სრულდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით – დამხმარე ტექნიკა ყოველთვის გამართულია, ხოლო ოპერატორები გამოცდილი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ იმოქმედონ რთულ სიტუაციებში. სწორედ ეს კომბინაცია ქმნის იმ ხარისხს, რის გამოც „ჯუბა’’ ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია ავტოდახმარების სფეროში.

ამიტომ, თუ გსურთ, რომ მოულოდნელმა შემთხვევებმა თავდაყირა არ დააყენოს თქვენი გეგმები, იცოდეთ, რომ „ჯუბასთან’’ თანამშრომლობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ თითოეულ მომხმარებელს შესთავაზოს ოპტიმალური გამოსავალი – იქნება ეს სტანდარტული ევაკუატორის სერვისი თუ სპეციალური ტექნიკის გამოყენება. თქვენ კი ერთი ზარითაც დარწმუნდებით, ,,ჯუბას’’ არჩევის შემთხვევაში გზაზე მარტო არასდროს რომ დარჩებით.