Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
მოტო ევაკუატორი

მოტო ევაკუატორი

04/07/2025

,,მოტო ევაკუატორი’’ - ,,ჯუბას’’  სპეციალიზებული სერვისი

მოტოციკლეტის მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისია ე.წ. ,,მოტო ევაკუატორი’’ -  მომსახურება, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტესა და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. მოტოციკლეტის ევაკუაცია ბევრად უფრო დელიკატური და ტექნიკურად რთული პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილის გადაზიდვა, ამიტომ საჭიროებს ის შესაბამის აღჭურვილობასა და გამოცდილებას.

სწორი ევაკუაცია გარანტიაა იმისა, რომ მოტოციკლეტი დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაზიანების გარეშე მივა - მიუხედავად ამინდის პირობებისა, გზის სირთულისა თუ მანძილისა. არასწორმა ევაკუირებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ვიზუალური, ისე სერიოზული მექანიკური დაზიანებები და  სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი ისეთი სერვისის შერჩევა, რომელიც შესაბამისი პლატფორმებითა და  დამაგრების სპეციალური სისტემებით იქნება აღჭურვილი. 

მოტოციკლეტის ევაკუატორი - გადაზიდვის სპეფიციკა

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, მოტოციკლეტის ევაკუატორის სერვისი მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტური ავტომობილის ევაკუაციისგან რამდენიმე ტექნიკური ასპექტის გამო.

პირველ რიგში მოტოციკლეტი საჭიროებს სპეციალურ სამაგრებს, დამაგრების ქურებსა და სისტემებს, რომლებიც გადაადგილების დროს მაქსიმალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სწორად პოზიციონირება ევაკუატორის პლატფორმაზე, რადგან მცირე შეცდომაც კი შესაძლოა სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს.

„ჯუბას’’ სპეციალისტებს აქვთ ტექნიკური ცოდნა ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც ნებისმიერ პირობებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადატანისთვის არის აუცილებელი. 

მოტო ევაკუატორი თბილისის მასშტაბით  - სერვისი, რომელიც თანამედროვე ქალაქის ტემპს ერგება

მოტო ევაკუატორი თბილისის მასშტაბით ,,ჯუბას’’ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. დედაქალაქში მოტოციკლეტების რაოდენობა მუდმივად იმატებს, რაც სპეციალიზებულ და სანდო ევაკუატორებზე მოთხოვნასაც ზრდის.  თბილისის ინტენსიური მოძრაობა,  ვიწრო ქუჩები და რთული საპარკინგე პირობები კი ხშირად ქმნის ისეთ სიტუაციას, როდესაც მოტოციკლეტის გადაადგილება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ასეთ დროს ,,ჯუბას’’ სერვისზე არჩევანის შეჩერება იდეალური გამოსავალია.  

ევაკუატორი გამოძახებით - სიზუსტე და ეფექტურობა ყველგან და ყოველთვის

ჩვენი სერვისი ,,ევაკუატორი გამოძახებით’’ მუშაობს 24/7 რეჟიმში და მოტოციკლეტის მფლობელებს მაქსიმალურად სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას სთავაზობს. მოტოციკლეტები თავისი სტრუქტურიდან და ზომიდან გამომდინარე ხშირად მეტად ექვემდებარება გარე ზემოქმედებასა და დაზიანების რისკს, რის გამოც დროული ევაკუაცია ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. 

გამოძახებისას ჩვენი ოპერატორები იღებენ სრულ ინფორმაციას არა მხოლოდ ლოკაციის, არამედ მოტოციკლეტის ტიპის, მისი ტექნიკური მდგომარეობისა და ტრანსპორტირების სპეციფიკის შესახებაც. ეს გვაძლევს საშუალებას, ადგილზე გავაგზავნოთ სწორედ ის ტექნიკა და სპეციალისტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდება კონკრეტულ სიტუაციაში.

ევაკუატორი - ფოთის პორტიდან თქვენთვის სასურველ ლოკაციამდე

,,ჯუბას’’ ევაკუატორი ფოთის მიმართულებით განსაკუთრებით ხშირად მოძრაობს, რადგან ფოთის პორტი წარმოადგენს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭეს, საიდანაც მოტოციკლეტები ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან მასობრივად შემოდის. მფლობელებისთვის კი უმნიშვნელოვანესია ახალი ტრანსპორტის უსაფრთხო, სწრაფი და ზუსტად დაგეგმილი გადაზიდვა.

„ჯუბას’’ გამოცდილი გუნდი და თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს მოტოციკლეტის პროფესიონალურ გადაზიდვას ყველა ეტაპზე - პორტში გადმოტვირთვით დაწყებული, საბოლოო დანიშნულებამდე შეუფერხებელი ტრანსპორტირებით დასრულებული -  ისე რომ გზადაგზა გათვალისწინებულია როგორც ტრანსპორტის დაცვის, ისე მგზავრობისას მოსალოდნელი კლიმატური და ლოგისტიკური რისკების მინიმიზაციისთვის საჭირო მექანიზმები.

როცა უსაფრთხოებასა და პროფესიონალიზმს ირჩევ

სერვისი ,,მოტო ევაკუატორი’’ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, ტექნიკურ ცოდნასა და შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს. თუმცა, თუ თქვენი პარტნიორი კომპანია ,,ჯუბაა'', დარწმუნებული იყავით, რომ ტრანსპორტირების პროცესი სათანადოდ დაიგეგმება და უმაღლესი სტანდარტებით შესრულდება.