Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
ევაკუატორი ფასი

ევაკუატორი ფასი

04/07/2025

რა ღირს ევაკუატორი - ფასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიხედვით

ხშირად ჰგონიათ, რომ ევაკუატორი მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არის საჭირო - სინამდვილეში კი მიზეზი შეიძლება ბევრად მრავალმხრივი იყოს -  ტექნიკური გაუმართაობა, ცუდი ამინდი, ავტომობილის ჩარჩენა თოვლში ან ტალახში, საწვავის ამოწურვა - ყველა ეს სიტუაცია სანდო ევაკუატორის გამოძახებას მოითხოვს. მით უფრო, როცა საქმე კონკრეტულ ლოკაციას ეხება და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, გორი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ინტენსიურია და დახმარების დაგვიანებამ სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი სერვისის სისწრაფე და ფასი მძღოლებისთვის ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია.

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ჯდება ეს სერვისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული საბოლოო ღირებულება. 

სერვისი ,,ევაკუატორი’’ - ფასის განმაპირობებელი ფაქტორები

სერვისი ,,ევაკუატორი’’ ფასის მხრივ არაერთ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც საბოლოოდ თითოეულ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებას  განსაზღვრავს,  მათ შორის პირველი და ერთ-ერთი უმთავრესი - მანძილია.  რაც უფრო შორსაა მანქანა გადასაყვანი, როგორც წესი,  მით უფრო იზრდება გადასახდელი თანხაც. 

გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში (თუმცა, არა ,,ჯუბაში’’) ფასზე გავლენას ახდენს დრო (დღე, ღამე, არასამუშაო საათები), ამინდი, გზის მდგომარეობა და ქალაქის სპეციფიკა. მაგალითად, ბათუმში ზაფხულის სეზონზე შესაძლოა, გაზრდილი დატვირთვის გამო, ტარიფები ოდნავ გაიზარდოს, ხოლო რუსთავში ან გორში, სადაც გადაადგილება შედარებით მარტივია, ფასი სტაბილურად დაბალია. 

,,ჯუბას’’ სერვისი საქართველოს წამყვან ქალაქებში

სერვისი ,,ევაკუატორი’’ გორის მასშტაბით განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება, რადგან ქალაქში მაღალი დატვირთულობის  სატრანსპორტო მოძრაობაა – მით უფრო ავტომაგისტრალებზე, რომლებიც ქალაქს ქვეყნის სხვა ცენტრებთან აკავშირებს. ,,ჯუბას’’ ევაკუატორი გორის ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩებში ადაპტირებულია ისე, რომ ავტომობილი ნებისმიერ გარემოში  უსაფრთხოდ და ზედმეტი შეფერხებების გარეშე გადააადგილოს. გარდა ამისა, კომპანიის მძღოლები იცნობენ ქალაქის გეოგრაფიასა და სპეციფიკას, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად მოძებნონ ოპტიმალური მარშრუტი, თუნდაც რთული რელიეფის პირობებში.

მსგავსი ვითარებაა რუსთავშიც. ევაკუატორი რუსთავის ტერიტორიაზე განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ რეჟიმში – როგორც ქალაქის შიგნით, ისე მის შემოგარენში.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავი-თბილისის ძირითადი მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქვეყანაში, რაც ევაკუატორის დროულ სერვისზე დამატებით მოთხოვნას ქმნის. ამ მონაკვეთზე ხშირია საცობები, საგზაო შემთხვევები და ტექნიკური შეფერხებები, რის გამოც ევაკუატორი რუსთავის მახლობლად და ქალაქის გასასვლელებთან განსაკუთრებით ხშირად ხდება საჭირო. 

ამასთან, მზარდი მოთხოვნა შეინიშნება შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებითაც. ზაფხულის სეზონზე ხშირად გამოიყენება ევაკუატორი ბათუმის მასშტაბით - როდესაც ტურისტული ნაკადი მაქსიმუმს აღწევს და ქალაქის ქუჩებში ავტომობილების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. გამოძახების შემდეგ ევაკუატორი ბათუმის ქუჩებში დროულად ჩნდება, რათა საჭირო დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს.

,,ჯუბას’’ ევაკუატორი ქუთაისის ტერიტორიაზეც ხშირად გადაადგილდება. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა და მზარდი ეკონომიკური დატვირთვა ქმნის გარემოს, სადაც ევაკუატორის სერვისი თითქმის ყოველდღიური საჭიროებაა. ქუთაისის ცენტრალურ და გარე უბნებში მოძრავი ავტომობილების დიდი რაოდენობა და რეგიონული გზების დატვირთულობა სერვისს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ,,ჯუბას’’ სწრაფი რეაგირება და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება კი მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის მყარ საფუძველს ქმნის და ამრიგად, ჩვენი ევაკუატორი ქუთაისის მასშტაბითაც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ამრიგად, საქართველოს წამყვან ქალაქებში თბილისში, გორში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ევაკუატორის პროფესიონალური მომსახურება წლიდან წლამდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სანდოობა და სწრაფი რეაგირება კი ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებიც მძღოლებს რთულ სიტუაციებში ,,ჯუბას’’ არჩევისკენ უბიძგებს.