ავტომობილთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობისას, მრავალი ადამიანი ცდილობს თავად მოაგვაროს საკითხი, რაც ზოგჯერ სახიფათოა ან ისედაც პრობლემატური სიტუაციის გართულებას იწვევს.
სწორი გადაწყვეტილების მიღებამ შეიძლება არა მხოლოდ თქვენს უსაფრთხოება დაიცვას, არამედ დროისა და ფულის მნიშვნელოვანი ეკონომიაც მოგიტანოთ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპების გამო მძღოლები ხშირად უგულებელყოფენ იმ ნიშნებს, რომლებიც მათ სიფრთხილისკენ უნდა მოუწოდებდეს და დროულად პროფესიონალური დახმარების საჭიროებაზე მიანიშნებდეს.
ავტოავარიის შემდეგ მძღოლები ხშირად იღებენ არასწორ გადაწყვეტილებას და ცდილობენ დაზიანებული მანქანის თავად გადაადგილებას გზაზე, ან ადგილის დატოვებას. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მაღალსიჩქარიან გზებზე ან ღამის საათებში, სადაც ხილვადობა შეზღუდულია და სხვა ავტომობილების მძღოლებს არ შეუძლიათ, შენიშნონ დაზიანებული ავტომობილი დროულად. ამ დრო აუცილებლად გჭირდებათ ევაკუატორი გამოძახებით.
მაგალითად, კომპანია „ჯუბა“ გთავაზობთ, ევაკუატორი თბილისში 24/7-ზე გამოიძახოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფესიონალური დახმარების მიღება და არ მოგიწევთ ღამისთევა გზის პირას ან საფრთხის ქვეშ მყოფ ადგილზე.
ავარიის შემდეგ აუცილებლად უნდა დაურეკოთ ევაკუატორს, თუ ავტომობილი აღარ იქოქება ან გამოსცემს უცნაურ ხმებს, რაც შეიძლება ძრავის ან ტრანსმისიის სერიოზული დაზიანების ნიშანი იყოს. ასევე გადაუდებელი გახდება ევაკუატორის გამოძახება, თუ რადიატორიდან ამოდის ორთქლი ან დაღვრილია სითხე, რადგან ეს ძრავის გაცხელების ნიშანი შეიძლება იყოს. თუკი დაზიანებულია წინა ან უკანა ნაწილი, რაც უსაფრთხო მოძრაობას ართულებს, ან გატეხილია შუშები და დაზიანებულია ფარები, ასეთ შემთხვევებშიც ავტომობილით მოძრაობა შეუძლებელი ხდება. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ეჭვი გაქვთ ისეთი დაზიანების შესახებ, რამაც შეიძლება მანქანის სტაბილურობაზე იმოქმედოს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ავარიის შემდეგ ავტომობილში შეიძლება დამალული დაზიანებები იყოს, რომლებიც მოძრაობისას იჩენს თავს და შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. ასეთ დროს კი პროფესიონალი ევაკუატორის მძღოლი შეძლებს ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებას სპეციალიზებული აღჭურვილობის გამოყენებით.
რა უნდა ვქნათ, როცა ავტომობილი დილით არ იქოქება, ან სტუმრად იყავით და სახლში წამოსვლისას ავტომობილს ვერაფერს უხერხებთ? თანამედროვე ავტომობილები რთული ელექტრონული სისტემებით არის აღჭურვილი და ბატარეის დაცლამ, ან სხვა ტექნიკურმა პრობლემამ შეიძლება მთლიანად გათიშოს ავტომობილი. ამ შემთხვევაში მძღოლები ხშირად ცდილობენ ბატარეის დაქოქვას სხვა ავტომობილის დახმარებით, თუმცა თანამედროვე მანქანებში ეს პროცედურა უფრო რთულია და შეიძლება ზიანი მიაყენოს რთულ ელექტრო სისტემას.
გზის დახმარების სერვისები ზოგჯერ გვთავაზობენ ტექნიკურ დახმარებას ადგილზე, როგორიცაა საწვავის მოტანა ან საბურავის შეცვლა, მაგრამ ეს ყოველთვის ეფექტური არ არის, განსაკუთრებით სერიოზული ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში. მეგობრების დახმარებით მცირე მანძილზე შესაძლებელია ბუქსირება, მაგრამ ეს მოითხოვს გამოცდილებასა და სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. ევაკუატორი კი ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან და ხშირად უფრო ეკონომიურიცაა, ვიდრე დაქოქვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ან შესაძლო დამატებითი დაზიანებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას არაპროფესიონალური ჩარევის შედეგად.
რთული ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა ძრავის ან ტრანსმისიის გაუმართაობა, ევაკუატორი იაფად და უსაფრთხოდ გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვის ცენტრამდე, სადაც კვალიფიციური ტექნიკოსები ჩაატარებენ სიღრმისეულ დიაგნოსტიკას და შესაბამის სერვისს გაგიწევენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ავტომობილებისთვის, რომლებიც აღჭურვილია კომპლექსური ელექტრონული სისტემებით.
დედაქალაქში მოძრაობა გადატვირთულია და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დიდ ქალაქში ავტომობილის პრობლემები უფრო მარტივი მოსაგვარებელია, ასე სულაც არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ მოძრაობა გზებზე უფრო ინტენსიურია, ევაკუატორი თბილისში შეიძლება ისევე საჭირო იყოს, როგორც მაგისტრალებსა თუ რეგიონებს შორის დამაკავშირებელ გზებზე.
გარდა ამისა, ევაკუატორი თბილისში შეიძლება დაგჭირდეთ ისეთ შემთხვევებშიც, როცა საცობში ხართ და უცაბედად ავტომობილი ჩერდება. გადატვირთულ გზებზე მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულ დისკომფორტთან და სტრესთა ასოცირდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწრაფად მივიღოთ დახმარება.
ერთერთი ყველაზე გამოცდილი და სანდო კომპანია, რომელიც ევაკუატორის სერვისს გვთავაზობს, არის „ჯუბა“. შეგიძლიათ, უბრალოდ დარეკოთ და პროფესიონალი მძღოლები მრავალფეროვანი ავტოპარკით ნებისმიერ ლოკაციაზე მოვლენ დასახმარებლად. ეს კი ნიშნავს, რომ სხვადასხვა საძიებო სისტემაში „ევაკუატორი, თბილისი, ფასი“-ს ძებნა აღარ მოგიწევთ და გეცოდინებათ, რომ ამ კომპანიას შეგიძლიათ, ანდოთ ავტომობილიც და თქვენი უსაფრთხოებაც.
პროფესიონალი ევაკუატორის სერვისი ამ შემთხვევაში უსაფრთხო და სწრაფ გადაწყვეტას სთავაზობს, განსაკუთრებით ისეთ ზონებში, სადაც გზის პირას გაჩერება შეუძლებელია ან ძალიან სახიფათოა.
ზოგჯერ მძღოლები ფიქრობენ, რომ ბუქსირება ევაკუატორის იაფი ალტერნატივაა, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ხშირ შემთხვევაში ბუქსირებამ შეიძლება ძრავას ან გადაცემის კოლოფს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, რადგან ავტომატური კოლოფები მოითხოვენ ძრავის მუშაობას ზეთის სათანადო ცირკულაციისთვის. ბორბლების ბლოკირების შემთხვევაში, როდესაც ბორბლები არ ტრიალებს თავისუფლად მუხრუჭების ან სხვა მექანიკური პრობლემების გამო, ბუქსირება საერთოდ შეუძლებელია.
ხანგრძლივი მანძილისთვის ბუქსირება საფრთხის შემცველია როგორც ბუქსირებული, ისე მაბუქსირებელი ავტომობილისთვის. ღამით ან ცუდი ამინდის პირობებში, როდესაც ხილვადობა შეზღუდულია, დაზიანებული მანქანის კონტროლი შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს. ასეთ დროს უსაფრთხო და გონივრულია, მიიღოთ სერვისი „ევაკუატორი გამოძახებით“ და ასე განახორციელოთ ტრანსპორტირება.
ევაკუატორის მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის მანძილზე, ავტომობილის ზომასა და წონაზე, დროის მონაკვეთსა და სიტუაციის სირთულის ხარისხზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სანდო კომპანიები იძლევიან ზუსტ ფასს წინასწარ, დამალული საკომისიოების გარეშე, რაც მძღოლებს საშუალებას აძლევს შესაბამისად გათვალონ ხარჯები.
ევაკუატორის სერვისის არჩევისას მნიშვნელოვანია შეადაროთ ფასები რამდენიმე კომპანიაში, დარწმუნდეთ, რომ კომპანიას აქვს ლიცენზია და დაზღვევა, წაიკითხოთ მიმოხილვები სხვა მომხმარებლებისგან და გაერკვეთ, ჩართულია თუ არა დაზღვევა სერვისში.
რაც მთავარია, გახსოვდეთ, ევაკუატორი იაფად არ ნიშნავს უკეთესს - ეკონომია ფინანსებზე, როგორც წესი, მიგვანიშნებს უფრო დაბალ ხარისზე.
მძღოლმა ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც განსაზღვრავს მართებულ გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს პრიორიტეტი და არ ღირს რისკის გტაღება დაზიანებული ან გაუმართავი მანქანით მოძრაობის გაგრძელებით, რადგან ეს შეიძლება გაცილებით სერიოზული ავტოშემთხვევის მიზეზი გახდეს.
მეორე არის სწრაფი რეაგირება, რაც ხშირად ეკონომიკურად გამართლებულია, რადგან რაც უფრო მალე გამოიძახებთ ევაკუატორის სერვისს, მით უკეთესი იქნება თქვენი უსაფრთხოებისა და ავტომობლისთვის, ვინაიდან ღამის ან ცუდი ამინდის მოლოდინი შეიძლება სერვისის ფასის გაზრდის მიზეზი გახდეს.
მესამე - პროფესიონალი ევაკუატორის მძღოლები გამოცდილი არიან და იციან, როგორ გადაიყვანონ ავტომობილი ზიანის მიყენების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვირადღირებული ან სპეციალური მანქანების შემთხვევაში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევაკუატორის გამოძახება არის გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას იცავს და შესაძლოა დიდი თანხის ეკონომიაც მოგიტანოთ მომავალში.