Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /home/jubage/domains/juba.ge/public_html/libs/Functions.php on line 630
დაგვირეკეთ
ტელეფონის ნომრები032 2 70 00 00
ევაკუატორის მომსახურება

ევაკუატორის მომსახურება

29/05/2025

ევაკუატორის მომსახურება - სრული გზამკვლევი

თანამედროვე ცხოვრებაში ავტომობილი ყოველდღიური აუცილებლობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ტექნიკური გაუმართაობები, ავარიები ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც ამ ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილია.  ამიტომ, ხშირად სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტებში (და არა მხოლოდ) არის საჭირო ევაკუატორის სერვისი, რომელიც თქვენს ავტომობილს კონკრეტულ ლოკაციაზე სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიყვანს.

ამ ბლოგში განვიხილავთ ევაკუატორის მომსახურების ყველა იმ ასპექტს, რაც საბოლოოდ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

როდის გჭირდებათ ევაკუატორის გამოძახება?

ევაკუატორის სერვისი შეიძლება ნებისმიერ მძღოლს მოულოდნელად დასჭირდეს, რადგან გზაზე  გაუთვალისწინებელი სიტუაციების რისკი ყოველთვის არსებობს. ყველაზე ხშირი მიზეზები ტექნიკური გაუმართაობებია, მაგალითად, ძრავის მოულოდნელი გაჩერება, გადაცემათა კოლოფის პრობლემები, ელექტროსისტემის ხარვეზები ან საწვავის სისტემის გაუმართაობა. ზამთრის პერიოდში და რთულ გზებზე მოძრაობისას არც მანქანის თოვლში ან ტალახში ჩარჩენა არის იშვიათი შემთხვევა - ნებისმიერ ასეთ ვითარებაში ევაკუატორის გამოძახება აუცილებელია.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ევაკუატორის სერვისი მხოლოდ ავარიულ შემთხვევებზე არ ვრცელდება, ბევრი ადამიანი ამ მომსახურებას ახალი ავტომობილის ავტოსალონიდან სახლში უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვისაც ირჩევს. ასევე ძვირადღირებული ან კოლექციური ავტომობილების მფლობელები ხშირად იყენებენ ევაკუატორს გამოფენებზე, აუქციონებზე ან სპეციალიზებულ სერვისცენტრებში ტრანსპორტირებისთვის, რადგან მათთვის ასეთ დროს უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევაკუატორის სერვისი აქტუალურია მაშინაც, როცა ავტომობილი შორ მანძილზეა გადასატანი, მაგალითად სხვა ქალაქში გადასვლისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ახალ მანქანას ჯერ არ აქვს გავლილი ტექნიკური შემოწმება ან, როცა  მფლობელს არ აქვს მართვის მოწმობა.



 

ევაკუატორის მომსახურება პრობლემურ შემთხვევებში

ტექნიკური გაუმართაობის დროს მძღოლები ხშირად რთულ და არაკომფორტულ სიტუაციაში არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემა ღამით ან შორეულ გზაზე ჩნდება. ასეთ დროს ევაკუატორის დროული და ოპერატიული გამოძახება მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის, ეს პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიაა.

ევაკუატორის სერვისი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს იძენს. იმის გამო, რომ ავარიის შემდეგ ავტომობილი ხშირად სერიოზულად ზიანდება, ასეთ სიტუაციაში მანქანის სწორად დამაგრება და ტრანსპორტირება გადამწყვეტია - წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი დაზიანებები და უფრო მეტი ხარჯი წარმოიშვას.

პარკირების წესების დარღვევისას კი პროცედურა სრულიად განსხვავებულია. ასეთ შემთხვევებში ავტომობილები, როგორც წესი, მუნიციპალიტეტს ან კერძო კომპანიებს სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაჰყავთ - ავტომობილის დასაბრუნებლად კი მფლობელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა და დაემორჩილოს ყველა ოფიციალურ მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მძღოლმა მიმართოს მხოლოდ ოფიციალურ და ავტორიზებულ სერვისს, რათა პროცესი სრულად გამართული იყოს.

რეგიონალური მომსახურება - ევაკუატორი თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის და მთელი საქართველოს მასშტაბით

ჩვენი ავტოდახმარების ქსელი მთელ საქართველოში ფუნქციონირებს  - თუმცა, ევაკუატორი იაფად განსაკუთრებით მოთხოვნადია თბილისში, სადაც გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა ხშირად ხდება როგორც ტექნიკური პრობლემების, ისე ავარიების მიზეზი. 

,,ჯუბას’’ ევაკუატორი თბილისის მასშტაბით ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი ინტენსიური ცხოვრების რიტმისთვის. ჩვენი პროფესიონალი გუნდი მზად არის, უმოკლეს დროში მოვიდეს შემთხვევის ადგილზე და თქვენი ავტომობილის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება სტანდარტების სრული დაცვით უზრუნველყოს.

თბილისის შემდეგ დიდი მოთხოვნაა ბათუმსა და ქუთაისში, სადაც „ჯუბა’’ ზუსტად იმავე სტანდარტით მუშაობს. ტურისტული სეზონისას ბათუმში ევაკუატორი იაფად განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გზებზე დატვირთვა ამ პერიოდში საკმაოდ მაღალია. ქუთაისში კი ჩვენი მომსახურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილების მფლობელებისთვის, რადგან რეგიონი სატრანსპორტო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ჰაბია.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, უნდა ითქვას ისიც, რომ „ჯუბას’’ ავტოდახმარების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედებს. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სწრაფი და პროფესიონალური მხარდაჭერისთვის.

ევაკუატორი, თბილისი - ფასის განმსაზღვრელი ფაქტორები

თუ გუგლის საძიებო სისტემაში აკრეფთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: ევაკუატორი, თბილისი, ფასი - დარწმუნებული იყავით, რომ ამ სერვისის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება. 

პირველ რიგში, ფასს ხშირად განსაზღვრავს მანძილი: სად არის მანქანა და სად უნდა გადაიყვანოს ის ევაკუატორმა. თბილისის ფარგლებში ჩვენი კომპანია ძირითადად ფიქსირებული ტარიფით ხელმძღვანელობს, თუმცა, თუ საქმე ქალაქგარეთ გასვლას ან რეგიონებში ტრანსპორტირებას ეხება, ფასი შესაძლოა მანძილთან ერთად გაიზარდოს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილის ტიპი: მსუბუქი მანქანის გადაყვანა მნიშვნელოვნად განსხვავდება, სატვირთო, სპეცტექნიკის ან გამოუვალ სიტუაციაში ჩარჩენილი ავტომობილის ევაკუაციისგან.  ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, დამატებითი ტექნიკა ან მეტი ადამიანური რესურსი, რაც მომსახურების ფასზეც პირდაპირ აისახება. მაგალითად, თუ მანქანა თხრილშია ჩავარდნილი, გაჭედილია თოვლში ან ძნელად მისადგომ ადგილასაა, ევაკუაციის პროცესი უფრო რთულდება და შესაბამისად, უფრო მაღალი ტარიფით ფასდება.

ნებისმიერ ასეთ დროს ,,ჯუბაში’’ ყოველთვის  ზუსტად ვაფასებთ ვითარებას, წინასწარ გატყობინებთ სავარაუდო ხარჯებს და პასუსისმგებლობას ვიღებთ, რომ საჭირო დახმარება მაქსიმალურად სწრაფად გაგიწიოთ. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური პირობები შესთავაზოს, რათა მომსახურების ფასი ყველასთვის მისაღები იყოს.

,,ჯუბას’’ ევაკუატორი იაფად - 24/7 გადაუდებელი დახმარება 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ჯუბას’’ ევაკუატორის სერვისი 24/7 რეჟიმში მუშაობს და გამოძახების პროცესიც საკმაოდ მარტივია: პრობლემის შემთხვევაში უბრალოდ უკავშირდებით ჩვენს ოპერატორს, აცნობებთ ადგილმდებარეობას და მანქანის ტიპს, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატიული ეკიპაჟი მაქსიმალურად სწრაფად მოდის თქვენთან, აფასებს სიტუაციას, ამაგრებს ავტომობილს და უსაფრთხოდ გადაჰყავს ის საჭირო მისამართზე. მომსახურების ღირებულება თითოეულმა მომხმარებელმა წინასწარ იცის და ამ საფასურს არანაირი დამატებითი ხარჯი არ ემატება. 


 

როცა გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის მზად ხარ

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ავტოდახმარების ის სერვისები, რომლებსაც ,,ჯუბა’’ თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად საჭიროა, თუმცა,  განსაკუთრებით მოთხოვნადია ევაკუატორი თბილისის მასშტაბით და სხვა დიდ ქალაქებში - ყველგან, სადაც მოძრაობა ინტენსიურია. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ევაკუატორის პროფესიონალური სერვისი შესაძლოა სწორედ ის მაშველი რგოლი იყოს, რაც რთული სიტუაციიდან ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით გამოგიყვანთ. 

ხოლო იმისთვის, რომ არასოდეს დაკარგოთ ძვირფასი დრო და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ნერვიულობა, სჯობს წინასწარ იცოდეთ, საჭიროების შემთხვევაში რომელი კომპანიის სერვისს აირჩევთ - „ჯუბა’’ სწორედ ის პარტნიორია, რომელსაც შეგიძლიათ თქვენი ავტომობილი ნებისმიერ ვითარებაში უყოყმანოდ ანდოთ.