ევაკუატორი თუ მანქანის ბუქსირება - რომელია უფრო უსაფრთხო?
შეუსაბამო დროს ავტომობილის გაუმართაობისას თითქმის ყველა მძღოლი ერთხელ მაინც დგება ასეთი დილემის წინაშე: მანქანის ბუქსირება თუ ევაკუატორი გამოძახებით? ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით სწრაფად მისაღებია მაშინ, როცა ავტომობილი შუა გზაზე, საცობში ან სხვა არასასურველ ადგილას ფუჭდება.
ხშირად ჰგონიათ, რომ ბუქსირება უფრო მარტივი და იაფი გამოსავალია, მით უფრო, როცა დახმარებას მეგობარი ან ახლობელი გვთავაზობს, თუმცა, ეს მეთოდი ევაკუატორის გამოძახებისგან განსხვავებით, მთელ რიგ ისეთ რისკებთანაა დაკავშირებული, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს როგორც ჩვენს უსაფთხოებაზე, ასევე მანქანის მდგომარეობაზე.
მანქანის ბუქსირება - რისკები და ძირითადი გამოწვევები
ეს მეთოდი, რაც არ უნდა ეკონომიურად მიმზიდველი ვარიანტი იყოს, შესაძლოა ისეთი დიდი პრობლემების მიზეზი გახდეს, როგორიცაა:
ავარიის რისკი - ბუქსირების დროს ორივე მანქანა ერთმანეთზეა დამოკიდებული, რაც მანევრირების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. რთულდება მოსახვევებში გავლა, სიჩქარის კონტროლი და გაჩერება - ამის გამო კი მნიშვნელოვნად იზრდება საგზაო უბედური შემთხვევის რისკი. გარდა ამისა, ზოგჯერ დაზიანებული მანქანის სამუხრუჭე სისტემა სრულყოფილად არ მუშაობს, რაც, როგორც წესი, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.
დამატებითი დაზიანების საფრთხე - არასწორი ბუქსირება ხშირად სხვა დაზიანებებსაც იწვევს. თოკის უეცარი დაჭიმვა, მკვეთრი მანევრები ან არასწორი მიბმა შეიძლება მანქანის ბამპერის, სიგნალიზაციის სისტემის, ტრანსმისიის ან სხვა ნაწილების დაზიანების მიზეზი გახდეს. ეს კი საბოლოო ჯამში გაცილებით მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე თავიდანვე ევაკუატორის გამოძახება.
კანონმდებლობის დარღვევა - საქართველოს კანონმდებლობა მანქანის ბუქსირებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, ბუქსირების არასწორი აღჭურვილობის ან გასანათებლად გაუმართავი ხელსაწყოების გამოყენება, კანონით აკრძალულია. ამის გამო, მძღოლს შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს.
დაზღვევის საკითხები
ბევრი სადაზღვევო კომპანია არ ფარავს ბუქსირების დროს დამდგარ ზიანს, განსაკუთრებით, თუ ის არაპროფესიონალურად განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევითი დაზიანების შემთხვევაში, ყველა ხარჯის გადახდა მძღოლს მოუწევს.
ევაკუატორი - უსაფრთხო და პროფესიონალური გადაწყვეტა
ევაკუატორი, როგორც სპეციალიზებული სატვირთო მანქანა, რომელიც განკუთვნილია დაზიანებული ან გაუმართავი ავტომობილების გადასაყვანად, ბუქსირებისაგან განსხვავებით, მრავალი უპირატესობით ხასიათდება:
მაქსიმალური უსაფრთხოება - ევაკუატორით გადაყვანისას, მანქანა სრულად ფიქსირდება პლატფორმაზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს დამატებითი დაზიანების რისკს.
რეგულაციებთან შესაბამისობა - ,,ევაკუატორი გამოძახებით’’ არის სერვისი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებსა და რეგულაციებს სრულად შეესაბამება.
მრავალმხრივი მომსახურება - თანამედროვე ევაკუატორები გამოსადეგია სხვადასხვა ტიპის ავტომობილების გადასაყვანად. დაბალი პლატფორმა საშუალებას იძლევა, მასზე მარტივად დამაგრდეს ნებისმიერი მანქანა, მათ შორის სპორტული, ძვირადღირებული ან მძიმედ დაზიანებული.
ავარიული გადაყვანა - ევაკუატორი საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანას აქვს მსგავსი სერიოზული დაზიანებები: გატეხილი ღერძი, გაფუჭებული ტრანსმისია, ავარიის შედეგად დეფორმირებული კორპუსი და ა.შ.
როდის არის ბუქსირება დაუშვებელი?
ტრანსმისიის დაზიანება - თუ მანქანას აქვს ტრანსმისიის პრობლემები, მისი ბუქსირება შეიძლება სერიოზული დაზიანების წინაპირობა გახდეს. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი უსაფრთხო ვარიანტი ევაკუატორის გამოძახებაა.
საბურავების მნიშვნელოვანი დაზიანება - საბურავების დაზიანების შემთხვევაში, ბუქსირება არა მარტო რთული, არამედ სახიფათოცაა, რადგან მანქანა შესაძლოა უმართავი გახდეს.
სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა - გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის მქონე ავტომობილის ბუქსირება წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, როგორც საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, ასევე ბუქსირებაში ჩართული პირებისთვის.
ღამის საათებში არასათანადო განათებით - ბუქსირებისას აუცილებელია, რომ ორივე მანქანას ჰქონდეს გამართული სასიგნალო და განათების სისტემა, განსაკუთრებით კი ღამის საათებში.
გაუმართავი საჭით - თუ მანქანას აქვს საჭის სისტემის პრობლემები, მისი ბუქსირება აკრძალულია.
რა ტიპის დაზიანების შემთხვევაში არის ევაკუატორი აუცილებელი?
არსებობს დაზიანების რამდენიმე ტიპი, როდესაც ევაკუატორის გამოყენება არა მხოლოდ რეკომენდებული, არამედ აუცილებელია:
მძიმე ავარიის შედეგად დაზიანება - თუ მანქანა ავარიის შედეგად სერიოზულად დაზიანდა, მისი ბუქსირება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ასეთ დროს აუცილებელია ევაკუატორის გამოძახება.
მექანიკური გადაცემათა კოლოფის დაზიანება - იმის გამო, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებს ხშირად სპეციალური მოპყრობა სჭირდება, უმეტეს შემთხვევაში მათი ბუქსირება რეკომენდებული არ არის.
ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები - ამ ტიპის მანქანები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ და მათი ბუქსირება შეიძლება სახიფათო იყოს როგორც მანქანისთვის, ასევე ადამიანებისთვის.
მძიმე ან დიდი გაბარიტის ავტომობილები - გამოუვალ სიტუაციაში ევაკუატორს ხშირად საჭიროებენ მძიმე ავტომობილები, როგორიცაა: მინივენები ან პიკაპები და ა.შ.
როგორ უნდა მოიქცეთ ავტომობილის გაუმართაობის შემთხევავაში? - პრაქტიკული რჩევები
უპირველეს ყოვლისა ჩართეთ საავარიო შუქსიგნალები და დააყენეთ საავარიო სამკუთხედი მანქანიდან საკმარის მანძილზე, რათა სხვა მძღოლებმა დაბრკოლება მარტივად შენიშნონ. გახსოვდეთ, რომ გზატკეცილზე სამკუთხედი უნდა დაიდგას მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით, ხოლო ქალაქში 30-50 მეტრის დაშორებით. თუ ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი გადაიყვანოთ უსაფრთხო ადგილას, მაგალითად, გზის სავალი ნაწილის გვერდზე.
მსგავს სიტუაციაში ,,ჯუბას’’ საგზაო დახმარების სამსახურთან დაკავშირება ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დაგვირეკეთ და პრობლემის არსთან ერთად, გვითხარით მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა მანქანის მოდელი, ფერი და სანომრე ნიშანი. სპეციალისტების მოსვლამდე დარჩით უსაფრთხო ადგილას, განსაკუთრებით ღამით ან ცუდი ამინდის პირობებში. თუ ხართ უცნობ ლოკაციაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ GPS აპლიკაცია თქვენი ზუსტი მდებარეობის განსასაზღვრად - ამით დამხმარე ეკიპაჟს მეტად დაეხმარებით.
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო ან ჰიბრიდულ ავტომობილებს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. მაღალი ძაბვის ელემენტების არსებობის გამო, ნუ შეეცდებით პრობლემის თვითნებურად მოგვარებას. ელექტრო მანქანის გაუმართაობისას, თუ შესაძლებელია, გამორთეთ სისტემა სრულად და დაუკავშირდით ,,ჯუბას’’ ცხელ ხაზს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ელექტრო მანქანების შემთხვევაში ბუქსირება სპეციფიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა თავიდან აიცილოთ ელექტრო კომპონენტების დაზიანება. ამიტომაც, ასეთ დროს ევაკუატორი იდეალური გამოსავალია.
ზოგადად კი, პრევენციული ზომების წინასწარ მიღება გაუმართაობის რისკებს მეტნაკლებად შეამცირებს. უფრო კონკრეტულად, მანქანის ტექნიკური შემოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ კრიტიკულ კომპონენტებს, როგორიცაა მუხრუჭები, საბურავები, ძრავის ზეთი და სამუხრუჭე სითხე. მოგზაურობის დაწყებამდე, განსაკუთრებით შორ მანძილზე, საფუძვლიანად შეამოწმეთ მანქანის მდგომარეობა. დაიცავით მწარმოებლის მიერ რეკომენდებული სერვისის გრაფიკი, რადგან რეგულარული მოვლა მნიშვნელოვნად ამცირებს მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის ალბათობას. აგრეთვე, ზამთრის დადგომამდე აუცილებლად შეამოწმეთ: ანტიფრიზი, ზამთრის საბურავები, აკუმულატორი და გათბობის სისტემა.
რატომ არის ,,ჯუბა’’ საუკეთესო არჩევანი?
სრულყოფილი ანალიზის შემდეგ, ცალსახაა, რომ მანქანის ბუქსირებასა და ევაკუატორის გამოყენებას შორის არჩევანის დროს, უპირატესობა ერთმნიშვნელოვნად ევაკუატორს უნდა მიენიჭოს - ამ სერვისს კი გთავაზობთ კომპანია, რომელიც ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებითაა ცნობილი. ,,ჯუბას’’ სპეციალისტები არა მხოლოდ უსაფრთხოდ გადააადგილებენ თქვენს სატრანსპორტო საშუალებას, არამედ გაგიწევენ სრულფასოვან კონსულტაციას ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გეოგრაფიული დაფარვის ფართო ზონაა. ჩვენი ევაკუატორები მოგემსახურებიან როგორც თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც არ უნდა იყოთ - ქალაქის ცენტრში, გარეუბანში თუ შორეულ რეგიონში - ,,ჯუბაში’’ თქვენს დასახამრებლად მუდამ მზად ვართ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ,,ჯუბას’’ მნიშვნელოვნად გამოარჩევს, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. კომპანია რეგულარულად აუმჯობესებს სერვისებს მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე, რათა თითოეულ მათგანს ,,ჯუბასთან’’ თანამშრომლობა, პოზიტიურ და სტრესისგან თავისუფალ გამოცდილებად დაამახსოვრდეს.
აქედან გამომდინარე, თუ ოდესმე დაგჭირდებათ ევაკუატორი იაფად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიონალური მომსახურებით, აირჩიეთ ,,ჯუბა’’ - კომპანია, რომელიც სანდო რეპუტაციით, პროფესიონალიზმით, თანამედროვე აღჭურვილობითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, ბაზარზე უკვე 20 წელია ლიდერობს.