კომპანია "ავტო დახმარება ჯუბა" დაარსდა 2005 წელს და დაარსების დღიდან მუდმივად განვითარებასა დასრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნესკომპანია, რომელმაც 14 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს დარგის ლიდერია.
"ავტო დახმარება ჯუბა" გთავაზობთ საუკეთესო ფასებში ევაკუატორით, სპეც ტექნიკებით და ავტოკრანით ნებისმიერი სახის ავტომანქანისა და დიდი სპეც-ტექნიკების გადაზიდვას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. აგრეთვე კომპანია გთავაზობთ მანქანის დაქოქვას, საბურავის შეცვლას, საწვავის მიწოდებას და მძღოლის მომსახურებას.
კომპანიას შეუძლია 40 ტონამდე ავტოტექნიკისა და ტვირთების გადაზიდვა. თქვენ მოგემსახურებიან კვალიფიციური მძღოლები.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება უკონკურენტოდ დაბალ ფასებს , მაღალიხარისხის მომსახურებასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. რაც განაპირობებს კიდეც კომპანიის წარმატებებსა და მიღწევებს:
შპს „ავტო დახმარება ჯუბა“ - ს გადაეცა უნიკალური ჯილდოები:
საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2014-2015 წლების შედეგების მიხედვით, სტატისტიკური რანჟირების შედეგებით შპს „ავტო დახმარება ჯუბა“ - ს მიღებული აქვს:
სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, პირადი წვლილისათვის შრომის მაღალი მაჩვენებლების მიღწევაში, ამოცანების გადაჭრის დროს გამოჩენილი რაციონალური მიდგომისა და პროფესიონალიზმისთვის კომპანიის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს ბატონ ჯუმბერ ხუხიას გადაეცა:
„ავტო დახმარება ჯუბა“ განაგრძობს განვითარებას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და არსებულის სრულყოფით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.
„ავტო დახმარება ჯუბა“ არის ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანია, რომელსაც თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.