Logo

 

შპს „ავტო დახმარება ჯუბა“ გთავაზობთ საუკეთესო ფასებში ევაკუატორით, სპეც ტექნიკებით და ავტოკრანით ნებისმიერი სახის ავტომანქანისა და დიდი სპეც-ტექნიკების გადაზიდვას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და საქართველოს ფარგლებს გარეთ.  აგრეთვე კომპანია გთავაზობთ მანქანის დაქოქვას, საბურავის შეცვლას, საწვავის მიწოდებას და ნასვამი მძღოლის მომსახურებას. კომპანიას შეუძლია 40 ტონამდე ავტოტექნიკისა და ტვირთების გადაზიდვა. თქვენ მოგემსახურებიან კვალიფიციური მძღოლები. „ავტო დახმარება ჯუბა“ მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. უმაღლესი დონის სერვისმა განაპირობა ის რომ დღეს წარმოავადგენთ ლიდერ კომპანიას საქართველოში! „ავტო დახმარება ჯუბა“ 24 საათი თქვენს სამსახურში.
 

საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2014-2015 წლების შედეგების მიხედვით, სტატისტიკური რანჟირების შედეგებით შპს „ავტო დახმარება ჯუბა“ იმყოფება:

რეიტინგი ვერცხლი საქართველოს საწარმოებს შორის ფინასურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „ბრუნვა“

რეიტინგი ვერცხლი თბილისის საწარმოებს შორის ფინასურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „ბრუნვა“

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა კომპანიას მიანიჭა „დარგის ლიდერი 2016“. ეს არის ჩვენი გზა აღიარებისკენ.

სარეიტინგო პროგრამა „დარგის ლიდერი 2016“საშუალებას გვაძლევს თავი გამოვიჩინოთ, როგორც წარმატებულმა და სტაბილურად განვითარებადმა კომპანიამ.

შპს „ავტო დახმარება ჯუბა“ - ს გადაეცა უნიკალური ჯილდოები:

  1. ეროვნული სერთიფიკატი „დარგის ლიდერი 2016“
  2. ეროვნული სერთიფიკატი „წლის სერთიფიკატი 2016“
  3. საკედლე მედალი „დარგის ლიდერი 2016“

სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, პირადი წვლილისათვის შრომის მაღალი მაჩვენებლების მიღწევაში, ამოცანების გადაჭრის დროს გამოჩენილი რაციონალური მიდგომისა და პროფესიონალიზმისთვის კომპანიის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს ბატონ ჯუმბერ ხუხიას გადაეცა:

  1. მედალი „პროფესიული დამსახურებისთვის“
  2. ორდენი „ეკონომიკის ვარსკვლავი“

კომპანიის ბუღალტერს ქალბატონ ხათუნა სულუაშვილს გადაეცა:

კომპანიის უმაღლესი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევის ხელშეწყობისათვის, მართვის პროცესში პირადი წვლილისათვის, ფინანსური ამოცანებისადმი რაციონალური მიდგომისთვისსერთიფიკატი ნომინაციაში „2016 წლის სპეციალისტი ფინანსებისა და აუდიტის სფეროში“